ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, საცხოვრებელი კორპუსები 800 ოჯახზეა გათვლილი.

ხუთი, 16-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ქარქაშაძე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.

ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია, განცხადებების მიღება 7 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განაცხადის გაკეთება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში და ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *