თაბუკაშვილის და სულხან-საბას ქუჩის მოსახლეობა მეტალურგიული ქარხნის დახურვას ითხოვს

თაბუკაშვილისა და სულხან-საბას ქუჩის მაცხოვრებლებმა 12 სექტემბერს აქცია გამართეს.


მოსახლეობა მეტალურგიული ქარხნის "ამბიკონ სტილსი"-ს დახურვას ითხოვს. მათი თქმით, ქარხანა მათ საცხოვრებელ გარემოს და ჰაერს აბინძურებს. მაცხოვრებლები ამბონენ, რომ ქარხნის გამონაბოლქვი იმდენად ძლიერია, ფანჯრებს ვერც დღისით და ვერც ღამით აღებენ.

მოსახლეობამ ამ პრობლემით არაერთხელ მიმართა ადგილობრივ თვითმმართველობას და გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა საკითხი არ გადაჭრილა.

რადიო "ძველი ქალაქი" ესაუბრა ადგილობრივ მაცხოვრებელს, ხათუნა ტყეშელაშვილს, რომელიც რამდენიმე წელია ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს.

ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ქარხანა იმდენად ძველი და გაუმართავია, რომ ფილტრების დაყენებას აზრი არ აქვს და ქარხანა უნდა დაიხუროს. მისი თქმით, მეტალურგიული ქარხანა არა მხოლოდ იქ მცხოვრებთა უფლებებს არღვევს, არამედ ირღვევა იქ დასაქმებულთა შრომითი უფლებები. საწარმოში უსაფრთხოების ნორმები სრულიად უგულებელყოფილია და მისი ფუნქციონირების  პერიოდში იქ სამი მუშა დაიღუპა.


"დაახლოებით სამი წელია გვაქვს ეს პრობლემაა. ეს არის ე.წ. "ჯართის" გადამამუშავებელი ქარხანა. აქ იყო ძველი ქარხანა და მის ბაზაზე გააკეთეს შემდეგ "ამბიკონ სტილსი". იმდენად ძველი და ამორტიზებულია შიგნით ყველაფერი, რომ ფილტრების დაყენებასაც კი არ აქვს აზრი. მანქანის ნარჩენები, რამდენი ნივთიერება შეიძლება იქ მოხვდეს. ადნობენ ამ ყველაფერს და როგორც ცეცხლი დაგინთია, ისე გამოიყოფა კვამლი ჰაერში. ჰაერში გამოიფრქვევა, როგორც შავი, ისე თეთრი კვამლი.
ჩვენს გვერდით დასახლებაა, მოსახლეობას მწვანილი მოჰყავს, ამბობენ, რომ ბოლო წლებია მწვანილი აღარ მოდის, ხეები ხმება. ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის მომწამვლელია ეს გამონაბოლქვი.

ვრეკავთ გარემოს დაცვის ცხელ ხაზზე, გვეუბნებიან რომ გამოვუუშვებენ ლაბორატორიას, აიღებენ სინჯებს, გაატარებენ შესაბამის ზომებს. დაახლოებით ერთი თვის უკან გვითხრეს, რომ ჯგუფი არის ჩამოსული, იკვლევს ჰაერში ამ მავნე ნივთიერებებს, თუმცა რა დონეზე მოხდა ეს შემოწმება არ ვიცით, რადგან შედეგი არ ჩანს.

ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ფოთლების დაწვაზე 200 ლარიანი ჯარიმაა დაწესებული და ამხელა ქარხანა ბოლავს და ვაჯარიმებთო ამბობენ, მაგრამ ამით მოსახლეობას რა? ჩვენი პრობლემა არ გვარდება. ადგილობრივად, მერიას არაერთხელ მივმართეთ, ყველას აქვს ინფორმაცია და გვეუბნებიან, რომ მხოლოდ დაჯარიმების უფლება აქვთ და კანონი ქარხნის დახურვის უფლებას ამ ეტაპზე, არ იძლევა. 

ეს ქარხანა მარტო მოსახლეობის უფლებებს არ არღვევს, ქარხანაში მომუშავეთა შრომითი უფლებები საერთოდ უგულებელყოფილია. სამი მუშა დაიღუპა. კაპიკებზე ამუშავებენ გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებსაც პურის ფული არ აქვთ და 200 ლარზე მუშაობენ, სავარუდოდ. იქ რომ გაჩერდე 24 სააათი, წამლებში არ გეყოფა 200 ლარი საათში." - ხათუნა ტყეშელაშვილი

"ძველი ქალაქი"  გააგრძელებს თემის მოკვლევას შესაბამის ინსტანციებში.

რაც შეეხება ჰაერის დაბინძურების საკითხს, სამეცნიერო კვლევების თანახმად, დაბინძურებული ჰაერი ადამიანის ჯანმრთელობას მძიმე და მრავალმხრივ ზიანს აყენებს. დაბინძურებული ჰაერი ზრდის უნაყოფობის, სხვადასხვა ონკოლოგიური და გულსისხლძარღვთა დაავადების, კოგნიტური დაქვეითების, რესპირატორული პრობლემების ჩამოყალიბების რისკს.

ხშირ შემთხვევაში, ეს რისკები უფრო მაღალია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონეთათვის, ასაკოვანი მოსახლეობისთვის, ქალებისა და ბავშვებისთვის.

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვას
თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს.
17:13 / 16.09.2021
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვას თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვას
თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს.
17:13 / 16.09.2021
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვას თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს.
პატიმართა ოჯახის წევრებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს.
14:18 / 14.09.2021

პატიმართა ოჯახის წევრებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 16 - 22 °C
img
ქუთაისი 15 - 21 °C
img
ბათუმი 18 - 21 °C
img
სოხუმი 16 - 20 °C
img
ფოთი 18 - 22 °C
img
თელავი 17 - 21 °C
img
მესტია 6 - 12 °C
img
ზუგდიდი 16 - 20 °C
img
ბორჯომი 12 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების 75 % აცრილია
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
16:24 / 26.08.2021
ქუთაისის მერიის თანამშრომელმა ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა

ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორმა ნანო კიკნაძემ ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

23:52 / 26.08.2021
პოლიტიკის სიახლეები
დაპირებული და გაჭიანურებული პროექტები   ქუთაისში
16:40 / 17.09.2021

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, ქუთაისში დაანონსებული და განუხორციელებელი პროექტების შესახებ პუბლიკაცია მოამზადა.

,,მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება მოსაცდელის მოწყობა’’-მერია ირაკლი კიკვაძის ბრალდებებზე
19:17 / 15.09.2021

,,ლეიბორისტული პარტიის’’ ვაკისუბანი სულხან-საბას მაჟორიტარობის კანდიდატის,

 ,,მერია ცრუობს, რომ ქუთაისში 111 გაჩერება რეაბილიტირებულია’’-ირაკლი კიკვაძე
16:42 / 15.09.2021

ვაკისუბანი სულხან-საბას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ლეიბორისტული პარტიიდან’’, ირაკლი კიკვაძე ქუთაისის მერიას სიცრუეში ადანაშაულებს.