პატიმართა ოჯახის წევრებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს

პატიმართა ოჯახის წევრებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს.


ისინი პატიმართა ამნისტიას ითხოვენ და ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში დაწესებული  შეზღუდვები პატიმრების და მათი ოჯახის წევრების უფლებებს არღვევს.

 


"ამ პანდემიის პერიოდში საშინელება გამოვიარეთ. ხვეწნა, მუდარა, მოთხოვნა  გვქონდა ხელისუფლების მიმართ, თუმცა იმედები გაგვიცრუეს. არ გაითვალისწინეს  გამწარებული დედების, მეუღლეების, ოჯახის წევრების თხოვნა.  ჩვენი მოთხოვნაა,  ამ პანდემიის დროს გაითვალისწინონ პატიმრების მდგომარეობა. ორი წელია არ მინახავს შვილი, გთხოვთ, მიაწვდინოთ ხმა მთავრობას, რომ ჩვენ არ ვითხოვთ სრული თავისუფლების მინიჭებას, 1/4 თავისუფლება შეეხოს ყველა პატიმარს." - მსჯავრდებულის დედა

"ვაპროტესტებთ იმ უფლება-შეზღუდვებს, რომელიც პატიმრების და მათი ოჯახების მიმართ არის დაწესებული პანდემიის დაწყებიდან დღემდე.
ვითხოვთ იმ მოთხოვნათა საპირწონედ, რაც კონვენციის გადახვევის გზით მიიღო სახელმწიფომ, გამოცემულ იქნეს სამართლებრივი აქტი, რომელიც შეამსუბუქებს პატიმრების მდგომარეობას, იქნება ეს ამნისტიის, თუ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების სახით, რომლის მიზანი იქნება ციხეების განტვირთვა და საფუძველი იქნება პანდემია." - ამბობს ნათია ჩხეტიანი, ადვოკატი

ადვოკატი ამბობს, რომ თუ ჰუმანურ აქტს პატიმრების მიმართ, სახელმწიფო იღებს ომისა და საგანაგებო ვითარების დროს,  ამ შემთხვევაში ჰუმანური აქტის საფუძველი უნდა იყოს პანდემიაც.
მისი თქმით, ჰუმანური აქტის საფუძველი უნდა შეეხოს ყველა მსჯავრდებულს გარკვეული დონით. ადვოკატი აცხადებს, რომ მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი მოწოდებისა, სახელმწიფომ პანდემიის საფუძველი, პატიმართა ამნისტიისთვის არ გამოიყენა.

 




 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვას
თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს.
17:13 / 16.09.2021
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვას თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვას
თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს.
17:13 / 16.09.2021
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვას თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს.
თაბუკაშვილისა და სულხან-საბას ქუჩის მაცხოვრებლებმა 12 სექტემბერს
აქცია გამართეს.
21:54 / 13.09.2021

თაბუკაშვილისა და სულხან-საბას ქუჩის მაცხოვრებლებმა 12 სექტემბერს აქცია გამართეს.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 16 - 22 °C
img
ქუთაისი 15 - 21 °C
img
ბათუმი 18 - 21 °C
img
სოხუმი 16 - 20 °C
img
ფოთი 18 - 22 °C
img
თელავი 17 - 21 °C
img
მესტია 6 - 12 °C
img
ზუგდიდი 16 - 20 °C
img
ბორჯომი 12 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების 75 % აცრილია
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
16:24 / 26.08.2021
ქუთაისის მერიის თანამშრომელმა ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა

ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორმა ნანო კიკნაძემ ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

23:52 / 26.08.2021
პოლიტიკის სიახლეები
 " რიონის ხეობის გადარჩენისთვის"  პრემედიაციის პროცესს ტოვებს
17:03 / 17.09.2021
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" პრემედიაციას ტოვებს.
დაპირებული და გაჭიანურებული პროექტები   ქუთაისში
16:40 / 17.09.2021

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, ქუთაისში დაანონსებული და განუხორციელებელი პროექტების შესახებ პუბლიკაცია მოამზადა.

,,მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება მოსაცდელის მოწყობა’’-მერია ირაკლი კიკვაძის ბრალდებებზე
19:17 / 15.09.2021

,,ლეიბორისტული პარტიის’’ ვაკისუბანი სულხან-საბას მაჟორიტარობის კანდიდატის,

 ,,მერია ცრუობს, რომ ქუთაისში 111 გაჩერება რეაბილიტირებულია’’-ირაკლი კიკვაძე
16:42 / 15.09.2021

ვაკისუბანი სულხან-საბას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ლეიბორისტული პარტიიდან’’, ირაკლი კიკვაძე ქუთაისის მერიას სიცრუეში ადანაშაულებს.