სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვას თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს.

ცენტრის განცხადებით, მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტექნიკური და ზედამხედველობის სააგენტომ 2020 წლის აპრილს საკანონმდებლო მოთხოვნების უხეში დარღვევებით გასცა.

აღნიშნულ საკითხზე ჩვენ ვესაუბრეთ  სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტს თათული ჭუბაბრიას.

“ჩვენი ორგანიზაცია დიდი ხნის მანძილზე სწავლობდა ამ საპროექტო დოკუმენტაციას. ჩვენ ახლა შევიტანეთ სასამრთლოში სარჩელი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წინააღმდეგ, რომელმაც გასცა მშენებლობის ნებართვა მთელი რიგი დარღვევებით. პირველ რიგში, დაირღვა კანომდებლობა შემდეგ ნაწილში, როდესაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ გამარტივებული წესით მიეღო ” ენკას” ეს ნებართვა.
როდესაც “ენკამ” მიმართა სააგენტოს, იქვე დაუფიქსირა, რომ სრულყოფილი არ იყო მისი დოკუმენტაცია, როცა სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია, საექსპერტო დასკვნები, ნებართვა არ გაიცემა. ამის საწინააღმდეგოდ სააგენტომ თავად შესთავაზა ენკას გამარტივებული წესით მშენებლობის ნებართვა, კომპანიის მიმართვის შუამდგომლობის და დასაბუთების ხარჯზე, თუ რის საფუძველზე უნდა გაეცა ტექნიკური და ზედამხედველობის სააგენტოს გამარტივებული ნებართვა .

გამარტივებული ნებართვა რომ გაცემულიყო, ენკას უნდა დაესაბუთებინა საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის ვადები,. საპროექტო დოკუმენტაცია იმდენად დიდი მოცულობისაა, რომ ამას დიდი დრო დასჭირდებოდა. არაფერი მსგავსი ახსნა არ ახლდა კომპანიის დოკუმენტაციას. ამასთანავე დაირღვა პროცედურული ნაწილი – გარკვეული თვეების დაგვიანებით ხდებოდა დოკუმენტების ჩაბარება, ვიდრე კანონით არის განსაზღვრული.
მიუხედავად რიგი დარღვევებისა, ძალიან ბევრი დათმობით, სააგენტომ მაინც გასცა ენკაზე მშენებლობის ნებართვა შეღავათიანად, გამარტივებული წესით.
ასევე ჩაუწერა, რომ ენკას შეუძლია დოკუმენტაცია დააწიოს ერთი წლის ვადაში და რა ვნახეთ? ერთი წლის თავზე ეს ვადა კიდევ გაუხანგრძლივდა ენკას. 2022 წლის 22 თებერვლამდე აქვს ახლა სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა.

ამიტომ, ჰესი თუ შენდება, ეს არის კანონდარღვევა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მოთხოვნაა, დაუყოვნებლივი შეჩერება ჰესის სამშენებლო სამუშაოების, სანამ დავა არ გადაწყდება ამ ნებართვის შესახებ, რადგან სასამრთლო პროცესი შესაძლოა, ძალიან დიდხანს გაიწელოს.”, – თათული ჭუბაბრია, იურისტი – სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *