22 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 016 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2024, ხოლო გარდაიცვალა — 43 პაციენტი.

იმერეთში კორონავირუსი  289 ადამიანს დაუდასტურდა.

ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 8 664, ხოლო გამოჯანმრთელდა 567 797 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 798 კვლევა ტესტით.

დაავადებათა კონტროლის სამსახურის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6,77%, ბოლო 7 დღის — 6,48%, ხოლო 14 დღის — 6,92%.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *