2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 შეადგენს.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის შესახებ გუშინ, 25 სექტემბერს ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.

ნათია იოსელიანის განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა განახლებული ბაზა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან 15 სექტემბერს მიიღო.

ამომრჩეველთა ერთიანი სია ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომია.

ასევე გუშინ, 25 სექტემბერს დაიწყო მუნიციპალიტეტის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი, რომელსაც როგორც ცესკოს წევრები, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *