მეიჯერელ საქართველოსა და ქართულ-გერმანული ცენტრის პარტნიორობით,

ქუთაისში, წელს უკვე მესამედ საქველმოქმედო ღომისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 81 ბავშვს სასკოლო ჩანთები, ინვერნტარი და საკანცელარიო ნივთები გადაეცა.

 

ღონისძიება სპორტის სასახლეში გაიმართა. მეიჯორელ საქართველოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეა რომანოვას თქმით, კომპანია მუდმივად მზადაა მსგავს აქციებში მონაწილეობისთვის

„მესამე წელია ვთანამშრომლობთ ქართულ-გერმანულ ცენტრთან. ჩვენი პრიორიტეტია ახალგაზრდებს, ბავშებს დავეხმაროთ უკეთესი განათლების მირებაში. ავღჭურვოთ ისინი საჭირო ინვენტარით და ხელი შევიწყოთ სოციალურად დაუცველ ბავშებს, რომ არ დარჩნენ სკოლის მიღმა“-ამბობს მეიჯერელ საქართველოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეა რომანოვა.

გარდა სასკოლო ნვთებისა, ბავშებს და მათი ოჯახის წევრებს, ქართულ-გერმანული ცენტრის მეგობარი გერმანიიდან, გერჰარდ მიულერის ოჯახი დაეხმარა.  ცენტრის ხელმძღვანელი ნანა მეგრელიშვილი ამბობს, რომ ახალი სასწავლო წლისთვის ოჯახების დახმარება 14 წელია გრძელდება.

,,გერმანელი პარტნიორები ქართველ ბავშებს და მათ ოჯახებს ამარაგებენ გერმანიში შეგროვილი ხელთნაკეთი სათამაშოებით, პლედებით, ტანსაცმლით. მეიჯერელ საქართველომ, გარდა სასკოლო ნივთებისა, ნუგბარითაც გაუმასპინძლდა,“-ამბობს ნანა მეგრელიშვილი.

ქართულ-გერმანული ცენტრი უკვე 25 წელზე მეტია არსებობს და მთავარ მისიად საქართველოში გერმანული ენის, კულტურის პოპულარიზაციას, ერების დაახლოვებასა და მათ შორის კულტურულ-ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას ისახავს. საქმიანობის ფარგლებში, ცენტრი მრავალფეროვან პროგრამებს, პროექტებსა და აქტივობებს ახორციელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *