კომპანია ალმა სიძულვილის ენის შემცველი ბანერების განთავსების აკრძალვას ითხოვს.

კომპანიამ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით  მიმართა და მოითხოვა, რომ კანონით შეიზღუდოს მსგავსი ტიპის რეკლამების განთავსება და მიეცეს შესაძლებლობა რეკლამის გამავრცელებელს ლეგიტიმური უარი განუცხადოს რეკლამის დამკვეთს სარეკლამო მომსახურების გაწევაზე.

“იმედს ვიტოვებთ, რომ საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს ჩვენს, ვფიქრობთ აბსოლუტურად სამართლიან და ობიექტურ ინიციატივას და უახლოეს პერიოდში განახორციელებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს”, — ნათქვამია ალმას განცხადებაში.

კომპანია  აცხადებს,  რომ საკანონმდებლო აქტებში ზემოაღნიშნული ცვლილებების შეტანამდე, უარს ეტყვის ნებისმიერ დამკვეთს სარეკლამო ბილბორდებზე სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის განთავსებაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *