ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
კლინიკა "მედცენტრი"-ის დირექტორის, მედეა ქაჯაიას თქმით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება:

"პაციენტი აქტიურია, ადეკვატურია, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია. ლაბორატორიული, ინსტრუმენტული და კლინიკური კვლევებითაც დინამიკა დადებითია. პაციენტთან ძირითადად მუშაობენ ქირურგები და ნევროლოგები. თუ ასეთი სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდა, გადავიყვანთ განყოფილებაში. მისი რეაბილიტაცია და შემდგომი მკურნალობა იქნება ხანგრძლივი", - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს დაახლოებით 12:00 საათზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.
| Print |