9 000-მდე მობილიზებული საწოლიდან 6 916 უკვე დაკავებულია - თამარ გაბუნია
საკოორდინაციოს საბჭოს დასრულების შემდეგ თამარ გაბუნიამ საწოლფონდთან
დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საწოლფონდის დატვირთვა
იზრდება: 9 000-მდე მობილიზებული საწოლიდან 6 916 უკვე დაკავებულია.
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უკვე არის 1 678 პირი,
რეანიმაციაში — 395 პაციენტი.
"საწოლფონდის დატვირთვა იზრდება. ბოლო დღეებში შემთხვევათა რაოდენობა
კვლავაც მაღალი რჩება. საყურადღეობა ის გარემოება, რომ პრევენციული
ზომებიდან გაუარესებულია ნიღბების გამოყენების მაჩვენებელი, 40% იყოს
ბოლოს და ახლა ჩამოსულია 55%-ზე", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.
8 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 191 ახალი
შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 4 348, ხოლო გარდაიცვალა — 74
ადამიანი.
იმერეთში დღეს 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მასალის გამოყენების პირობები