ქუთაისში ავარიული კორპუსებიდან ბათქაში და აგური ცვივა
ქუთაისში კორპუსებიდან ბათქაში და აგური ცვივა, რაც გამვლელებს საფრთხეს უქმნის.
ყოფილა შემთხვევები, როცა კორპუსის ნაწილების ჩამოცვენას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მართალია, რამდენიმე ქუჩაზე კორპუსების გარე ფასადის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, რაც მოსახლეობას ბათქაშის ცვენის საფრთხეს აარიდებს, მაგრამ საკვამურები და მათგან ჩამოცვენილი აგური ისევ პრობლემად რჩება.

,,მუდმივად საფრთხეში ვართ. არა მარტო ქარიან, არამედ ჩვეულებრივ ამინდშიც იყრება ნალესი, მე პირადად ვხედავ, რომ აგურები და ბათქაში ცვივა და მეშინია არავის დაეცეს,’’-ამბობს ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრები, ლია სულაბერიძე.

,,მე ცენტრალურ ქუჩაზე არ ვცხოვრობ, ამიტომ გარე ფასადებს ჩემს ბინაში არ აწესრიგებენ. მხოლოდ ცენტრალური ქუჩების გარე ფასადების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, არადა ბათქაში თითქმის ყველა ძველი კორპუსიდან იყრება. თუ გასაკეთებელია, ყველგან უნდა გაკეთდეს,’’-ამბობს ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრები, ნანა კაპანაძე.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, პარტია ,,ახალი ქრისტიან-დემოკრატების’’ თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა და კორპუსებში არსებულ მდგომარეობაში ქალაქის მერია დაადანაშაულა.

,,ავარიულმა შენობებმა ორი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, 10-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. მერია ამაზე იტყვის, რომ ბინები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ბალანსზეა და შენობების მოწესრიგება მათზე არაა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ რომ ქუჩაში უსაფრთხოდ ვიაროთ, ეს არაა მათზე დამოკიდებული? ხომ შეიძლება წითელი ხაზი მაინც გაავლონ, რომ იქ ადამიანმა არ გაიაროს? ქუთაისში ყველა ბინა შესასწავლია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რამდენი ბინაა მოსაწესრიგებელი. რომელიც სასწრაფოდ გასაკეთებელია, სწრაფად უნდა გავაკეთოთ და რომელიც მთლიანად ამორტიზებულია, უნდა დავანგრიოთ. წარმოადგინონ გეგმა რომელ წელს რამდენ შენობას ჩაუტარებენ რეკონსტრუქციას,’’-ამბობს გოგი წულაია.

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე აცხადებს, რომ შენობების მოწესრიგების მოთხოვნით მერიას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ უნდა მიმართოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება სარეკონსტრუქციო სამუშაოები. მისი თქმით, სწორედ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას ეკისრება პასუხისმგებლობა ავარიული შენობების გამო დაღუპულ და დაზარალებულ ადამიანებზე, რადგან მათ დროულად არ შეატყობინეს საბინაო სამსახურს დაზიანებული კორპუსების შესახებ.

,,საბინაო სამსახურს 15 პროგრამა აქვს, რომელთა ფარგლებშიც კორპუსებში არსებული პროგრამების მოგვარებას უზრუნველყოფს. ეს არის: პარაპეტების, მილების მოწესრიგება, ჩამოცვენილი ნალესის ახლიდან გადალესვის სამუშაოები, ლიფტების, სადარბაზოების მოწესრიგება. ჩვენ ასევე ვაძლევთ მასალას სახურავის გადახურვისთვის და ა.შ. ეს ყველაფერი სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით კეთდება. ოღონდ ამისთვის საჭიროა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ მოგვმართოს, ყველა კორპუსში რა ხდება, ეგ საიდან უნდა ვიცოდეთ?,’’-აცხადებს ჯონი არაბიძე.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს, 2 დეკემბერს რადიო
12:41 / 02.12.2021

დღეს, 2 დეკემბერს რადიო "ძველი ქალაქი" 26 წლის გახდა.

დღეს, 2 დეკემბერს რადიო
12:41 / 02.12.2021

დღეს, 2 დეკემბერს რადიო "ძველი ქალაქი" 26 წლის გახდა.


ქუთაისში, წითელ და ჯაჭვის ხიდებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ.
16:08 / 01.12.2021

ქუთაისში, წითელ და ჯაჭვის ხიდებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 1 - 12 °C
img
ქუთაისი 6 - 17 °C
img
ბათუმი 11 - 16 °C
img
სოხუმი 9 - 16 °C
img
ფოთი 9 - 15 °C
img
თელავი 3 - 12 °C
img
მესტია -2 - 7 °C
img
ზუგდიდი 5 - 15 °C
img
ბორჯომი 1 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
 კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში და მომავალი წლისთვის სახელოვნებო განათლების რეფორმა დააანონსა.
15:52 / 03.12.2021

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში და მომავალი წლისთვის სახელოვნებო განათლების რეფორმა დააანონსა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს
15:38 / 03.12.2021


ქუთაისის მე-7 მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩია.

 ქუთაისის მერიასთან პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი დააკავა
13:13 / 03.12.2021

ქუთაისის მერიასთან სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტი ზალიკო კუხიანიძე დააკავეს.

,,ხმების ქურდებს სიცოცხლე" - ქუთაისში 2021 წლის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ
12:26 / 03.12.2021

,,ხმების ქურდებს სიცოცხლე", ,,კარუსელი 41", ,,გაბათილება ჩემზე იყო", ,,მეტყვიან ასეაო, ასეა.