ხულოში მომხდარ ავარიას მოზარდი ემსხვერპლა
ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა გუშინ, 19 ნოემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარია
სოფელ დეკანაშვილებში მოხდა, შედეგად ავტომანქანა ხევში გადავარდა.
მსუბუქ ავტომანქანაში კი 4 არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომლებიც
აჭარის სხვადასხვა კლინიკაში წუხელ ღამესვე გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გააცხადეს, რომ მომხდარზე გამიოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის
მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები