შქმერში საპროტესტო აქცია გაიმართა

21 ნოემბერს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში მოსახლეობამ ეკონომიკის სამინისტროს მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ გაცემული ლიცენზიები გააპროტესტა.

საუბარია, წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ლიცენზიებზე, რომლის მიხედვითაც ორ კომპანიას, ტექნოლოჯი 2021-სა და მნ ნორთი-ს მანგანუმის შესწავლა-მოპოვების მიზნით შქმერში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება 10 წლის ვადით ეძლევა.

მოსახლეობის მოთხოვნაა გაუქმდეს ის ლიცენზიები, რითიც კომპანიებს მანგანუმის მოპოვების ნებართვა მიეცათ. 

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სახელმწიფომ ლიცენზიების გაცემისას მათი აზრი არ გაითვალისწინა.  შქმერელების თქმით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შეცვლის გარემოს და  დააზიანებს როგორც ბუნებას, ისე იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას.

26 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მწვანე ალტერნატივამ და სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა და გაცემული ლიცენზიების შეჩერება სთხოვა.

"როგორც აუქციონის გამოცხადების, ისე ლიცენზიის გაცემის მომენტში სააგენტომ დაარღვია ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაწესებული გარანტიები და ვალდებულებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებისა და მონაწილეობის შესახებ", — აცხადებენ ორგანიზაციები.






ფოტო: სოციალურ სამართლიანობის ცენტრი
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს, 2 დეკემბერს რადიო
12:41 / 02.12.2021

დღეს, 2 დეკემბერს რადიო "ძველი ქალაქი" 26 წლის გახდა.

დღეს, 2 დეკემბერს რადიო
12:41 / 02.12.2021

დღეს, 2 დეკემბერს რადიო "ძველი ქალაქი" 26 წლის გახდა.


ქუთაისში, წითელ და ჯაჭვის ხიდებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ.
16:08 / 01.12.2021

ქუთაისში, წითელ და ჯაჭვის ხიდებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 1 - 12 °C
img
ქუთაისი 6 - 17 °C
img
ბათუმი 11 - 16 °C
img
სოხუმი 9 - 16 °C
img
ფოთი 9 - 15 °C
img
თელავი 3 - 12 °C
img
მესტია -2 - 7 °C
img
ზუგდიდი 5 - 15 °C
img
ბორჯომი 1 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
 კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში და მომავალი წლისთვის სახელოვნებო განათლების რეფორმა დააანონსა.
15:52 / 03.12.2021

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში და მომავალი წლისთვის სახელოვნებო განათლების რეფორმა დააანონსა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს
15:38 / 03.12.2021


ქუთაისის მე-7 მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩია.

 ქუთაისის მერიასთან პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი დააკავა
13:13 / 03.12.2021

ქუთაისის მერიასთან სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტი ზალიკო კუხიანიძე დააკავეს.

,,ხმების ქურდებს სიცოცხლე" - ქუთაისში 2021 წლის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ
12:26 / 03.12.2021

,,ხმების ქურდებს სიცოცხლე", ,,კარუსელი 41", ,,გაბათილება ჩემზე იყო", ,,მეტყვიან ასეაო, ასეა.