ქუთაისში, წითელ და ჯაჭვის ხიდებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რებილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე
ქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 30 000 ლარია.

ჯაჭვის ხიდი – უძველესია ქუთაისის ხიდებს შორის. ახლანდელი ხიდი 1995 წელსაა აღდგენილი. ინგლისში, გარნერის მიერ დამზადებული ლითონის ფერმა ინჟ. გ. ზალსკიმ დაამონტაჟა (ახალი ხიდი სამეფო ხიდადაც იწოდებოდა). ჯაჭვის ხიდს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია აქვს მინიჭებული.

წითელი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ის საფრანგეთში დამზადებული რკინის კონსტრუქციით არის აგებული. ხიდი ექსპლოატაციაში 1962 წელს შევიდა.

ფოტო:მარიტა ტყეშელაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *