მიგრაციის საკითხების გაშუქების შესახებ ჟურნალისტებისთვის ტრენინგები გაიმართა.

კვლევის ავტორებმა 2019-21 წლებში მიგრაციის საკითხებზე ჩატარებული კვლევის შედეგებზე ისაუბრეს.

კვლევა, რომელიც საქართველოში, 2019-21 წლებში გამოქვეყნებულ მედია მასალებზე დაყრდნობით გაკეთდა, აჩვენა, რომ  ქართული მედია  ემიგრაციის თემაზე საკმაოდ დაბალანსებულ სურათს გვათავაზობს, თუმცა, ის ნაკლებ ყურადღებას უთმობს იმიგრანტებს.  კვლევის მიხედვით, ძირითადად იმიგრანტების თემა ბეჭდური მედიას აქვს აღებული და მათ მიმართ  სიძულვილის ენას იყენებს. ამასთანავე, მედიაში წარმოჩენილი აქტორების თვალსაზრისით, უფრო ელიტების ხმა ისმის და  ქალებს ნაკლებად ეკითხებიან.

როგორც კვლევის ავტორი და ჯიპას პროფესორი, თიკო ცომაია ამბობს,  მიუხედავად, იმისა, რომ საქართველოში მედია მიგრაციის საკითხებზე საკმაოდ დაბალანსებულ სურათს გვაჩვენებს, საჭიროა, უფრო მეტი სიღრმისეული გაშუქება და ამ თემის სხვადასხვა ფოკუსიდან ჩვენება.

“ჩვენ გავაკეთეთ კვლევა  და შევისწავლეთ 2019-21 წლებში, როგორ აშუქებს მედია მიგრაციის საკითხებს. რა “ფრეიმებს” იყენებს,  ვინ არიან აქტორები, რომელსაც აძლევს შესაძლებლობას გამოხატოს თავისი თავი და ვნახეთ, რომ მედია დაბალანსებულ სურათს გვთავაზობს. თუმცა, ის ემიგრანტებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, ვიდრე იმიგრანტებს.

იმიგრანტების თემა აქვს აღებული ბეჭდურ მედიას და  და იქ არის საფრთხის შემცველი “ფრეიმები”, როგორიც არის მიგრანტის უცხოდ, ცუდად და  უარყოფითად წარმოჩენა.

იყენებენ სიძულვილის ენას, რომელიც არ უწყობს ინკლუზიას ხელს, არამედ, პირიქით, ამ განსხვავებულობას  უსვამს ხაზს უსვამს და აბრკოლებს  ამ ჰოლისტურ და ჰარმონიულ თანაარსებობას ადამიანებს შორის.

კარგია ის, რომ მედია ემიგრაციაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს. აქ ძირითადად იყო კარგი ფრეიმები: მორალის, პასუხისმგებლობის და ადამიანის ინტერესის. 
განსაკუთრებით, ტელევიზიები და სანდო მედიები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ამ საკითხებს.

აქტორების თვალსაზრისით კი  უფრო ელიტების ხმები ისმის. აი, მაგალითად,  ქალებს ნაკლებად ეკითხებიან. კაცის ხმა უფრო მეტად ისმის.  ამ დეტალებზე დაკვირვებით, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  დიახ, მედია მაინც კარგ, დაბალანსებულ  სურათს გვაჩვენებს, მაგრამ ეს ისეთი სურათი არ არის ისეთი, რომელიც ჩვენს მრავალფეროვნებას ასახავს. 

საჭიროა, უფრო მეტი განსხვავებული ფოკუსი და სიღრმისეული გაშუქება.  იმიტომ, რომ  ზედაპირული ღარიბი სურათი  არ ქმნის მეტ დისკუსიას.  მნიშვნელოვანია,  ჩვენ ეს თემები შემოვიტანოთ და  მედიამ უფრო სიღრმისეულად გააშუქოს და ჩვენი საზოგადოება შეეჩვიოს ამ დისკუსიებს, განსხვავებულ შეხედულებებს და  და ამით უფრო გამდიდრდება ყველას ცოდნა და გამოცდილება.” – ამბობს თიკო ცომაია, კვლევის ავტორი და ჯიპას პროფესორი. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *