ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, მდინარე ოღასკურას კალაპოტის  გაფართოება და არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კერძოდ, მდინარის დინების მარეგულირებელი და წყალდიდობებისგან დამცავი სამუშაოების ფარგლებში,  არხში  ბეტონის კედლების ჩასხმა მიმდინარეობს.

ოღასკურას კალაპოტის გაფართოების  პროექტს “როუდ სოლუშენი” ახორციელებს და მილიონ 250 000 ლარის ღირებულებისაა.

არხის გაფართოების სამუშაოები სავარაუდოდ,  წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

“პროექტი მოიცავს “ჰუალინგის” შესასვლელიდან მოპირდაპირე მხარეს ხიდამდე, გზის ქვეშა არხის მონაცვლეობას და ოღასკურის კალაპოტის რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში ხდება არხის მონაცვლეობა, ძველი კუთხის გაწმენდა, ბეტონის კედლების ჩასხმა და ასფალტის დაგება. პროექტს კომპანია “როუდ სოლუშენი” ახორციელებს და მილიონ 250 000 ლარის ღირებულებისაა”, – ამბობს ბექა ყურაშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი.

წლების მანძილზე, ძლიერი წვიმის დროს, ავტომშენებლის გამზირის ეს მონაკვეთი ხშირად იტბორებოდა და მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა, როგორც გადაადგილების  მხრივ, ასევე
ხელს უშლიდა სამანქანო გადაადგილებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *