"განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ზესტაფონში, შენობებისა და სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის "განახლებული რეგიონების" ფარგლებში,

ზესტაფონში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული შენობებისა და ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი.

,, ჩვენ, ცოტა ხნის წინ დავამთავრეთ საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამავე ქუჩაზე და ფაქტიურად ამ პროექტის დასრულების შემდეგ, მთლიანად განახლებულ ცენტრალურ უბანს მივიღებთ“ - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

აღნიშნული პროექტი ქალაქის ურბანულ განახლებას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული მრავალსართულიანი კორპუსების ფასადები სრულიად განახლდება. ამჟამად მიმდინარეობს შენობების შეღებვა და დეკორატიული საფასადე მასალით მოპირკეთება.

გარდა ფასადების რეაბილიტაციისა, პროექტი, რკინიგზისა და დავით აღმაშენებლის ქუჩის გასწვრივ არსებული კედლის მოპირკეთებას ასევე, ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის სკვერისა და აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

აღნიშნული შენობების რეაბილიტაცია, მსგავსი მასშტაბით, ათეული წლების შემდეგ მუნიციპალიტეტში პირველად ხორციელდება.
| Print |