ქუთაისის “სპეციალური სერვისები” მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

“სპეციალური სერვისები”-ს დირექტორის გიორგი მჟავანაძის თქმით, ამ წუთებში ქალაქის ცენტრში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.  გუშინ, გვიან ღამით, კი  გაიწმინდა ქალაქის რელიეფურად რთულად მისადგომი ადგილები. 

“ა(ა)იპ სპეციალური სერვისები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. მობილიზებული გვყავს როგორც ცოცხალი მუშახელი, ასევე სპეცტექნიკა. გვაქვს საკმაოდ დიდი რაოდენობის ინერტული მასალა და ტექნიკური მარილიც.

ამ წუთებში, თეთრ ხიდთან მიდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ასევე,  ადმინსტრაციულ შენობებთან ხდება დასუფთავება. ინტენსიური თოვა ცოტათი აფერხებს სამუშაოებს, თუმცა,  დღის მანძილზე გაწმენდითი სამუშაოები გაგრძელდება. გუშინ, გვიან ღამით, გამთენიისას, სპეცტექნიკის საშუალებით გაიწმინდა ის კონკრეტული ადგილები, რომლებიც რელიეფურად ცოტა რთული მისადგომია. კერძოდ, გელათის ქუჩა და გორას დასახლება. ვაკვირდებით სიტუაციას და გართულების შემთხვევაში მივიღებთ შესაბამის ზომებს”- ამბობს გიორგი მჟავანაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *