არგენტინაში ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს. ძლიერმა სიცხემ დედაქალაქში ელექტროენერგიასთან დაკავშირებით პრობლემები შექმნა.

მაღალი ტემპერატურის გამო მასზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, რადგან მოსახლეობა სიცხესთან საბრძოლველად სახლების გაგრილებას ცდილობს.

შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, ასობით ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მეტეოროლოგების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურა მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *