Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ,,ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მწვავე დაპირისპირების ფონზე, საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ  სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არასათანადო პასუხისმგებლობა გადაუჭრელ პრობლემად დარჩა. მათივე შეფასებით, შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის, პოლიციელთა უხეში ჩარევა შეკრების თავისუფლებაში, თავდასხმები ჟურნალისტებზე და მედია პლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხე, ბავშვების ინსტიტუციონალიზაცია, ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების წინააღმდეგ და შრომის პირობების უსაფრთხოების უგულებელყოფა.

ანგარიშში განხილულია შემდეგი საკითხები:

მუნიციპალური არჩევნები;

სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება;

მედიის თავისუფლება;

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა;

ბავშვთა უფლებები;

შრომითი უფლებები;

საერთაშორისო აქტორები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *