საქართველოში დღეს ძველით ახალი წელი აღინიშნება.

ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციის წარმოშობა ორი კალენდარული სისტემის არსებობამ გამოიწვია. იულიუსის კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 13 იანვრის ღამეს დგება, ხოლო გრიგორიანული სტილით ეს დღესასწაული 31 დეკემბრის ღამეს აღინიშნება. ძველით ახალ წელს ასევე ზეიმობენ რუსეთში, სერბეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, საბერძნეთში, რუმინეთში, მაკედონიაში, სომხეთში, ყაზახეთში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.
Ძველით ახალ წელს გურიაში კალანდობას უწოდებენ. Ამ დღესაწაულს ოჯახები, ტრადიციულად ჩიჩილაკით, საცივით და გოზინაყით ხვდებიან.

ჩიჩილაკის ტრადიციას გურიაში ჩაეყარა საფუძველი, შემდეგ კი მთელ საქართველოში გავრცელდა. ჩიჩილაკს ჩვეულებრივ თხილის ტოტებისგან ამზადებენ, რომელსაც ტრადიციულად 17 დეკემბერს – ბარბალობას ჭრიან. უნდა აღინიშნოს, რომ თხილი გურიაში ასოცირდება კეთილდღეობასთან, იქ უამრავი კერძი თხილის გამოყენებით მზადდება.

დღეს ჩიჩილაკი სხვა ხეების ტოტებისგანაც კეთდება. მიიჩნევა, რომ ჩიჩილაკი შთანთქავს ყველაფერ უარყოფითს და ნეგატიურ ემოციებს. ამიტომ საახალწლო დღესასწაულებს შემდეგ, ჩიჩილაკს, როგორც წესი, წვავენ, რათა ყველაფერი ცუდი ცეცხლმა გაანადგუროს.

აღსანიშნავია, ასევე მეკვლის ტრადიცია. Მეკვლე ახალ წელს ოჯახის პირველი სტუმარია. იმის მიხედვით თუ როგორი ფეხი აღმოაჩნდება მას, წარიმართება იმ წელს ოჯახის ცხოვრება. მეკვლე არის ფეხბედნიერი ადამიანი, რომელსაც ოჯახში სიხარული, ბედნიერება და ბარაქა შეაქვს. ამ სტატუსს ძირითადად ოჯახის უფროსი მამაკაცი ითავსებს. თუმცა ძველად მეკვლის ოჯახში შესვლა მთელ ერთ, დიდ რიტუალს წარმოადგენდა. ამ კონკრეტული პიროვნების მისვლამდე ღამის 12 საათის შემდეგ ოჯახში არავინ შედიოდა, ეს უკანა სკნელი კი კარს სიმღერითა და ტკბილეულობით დახუნძლული აღებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *