დღეიდან სკოლებში სწავლა განახლდა.

ყველა საჯარო და კერძო სკოლა სასწავლო პროცესისთვის მზადაა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, სწავლების დისტანციური ფორმა აირჩიონ.

ასევე, რისკ ჯგუფის მასწავლებლები სურვილის შემთხვევაში გაკვეთილების დისტანციურად ჩატარებას შეძლებენ.

სასწავლო დაწესებულებაში შესვლამდე მოსწავლეებს თერმოსკრინინგის გავლა და ხელების დეზინფექცია მოუწევთ.
მკაცრად გაკონტროლდება პირბადის ტარების წესი და დისტანციის დაცვა.

სკოლებში კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *