პრემიერი - პროცესი უნდა გავაფართოვოთ და სოფლებში ჩავიტანოთ ვაქცინები
პრემიერის განცხადებით, მთავრობის სურვილია, რეგიონებში ვაქცინაციის
პროცესი გაფართოვდეს, რაც ვაქცინების სოფლებში ჩატანას გულისხმობს.
პრემიერ-მინისტრის განცხადების მიხედვით, უნდა გაგრძელდეს 50 წელს
ზემოთ ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიები, ფინანსური დანამატები და
მოხდეს არსებული ვაქცინების ათვისება.
„ჩვენი სურვილია, რომ ზოგადად გაფართოვდეს ვაქცინაცია რეგიონებში.
გვინდა, რომ უფრო აქტიურად, ინტენსიურად დავიწყოთ ვაქცინაცია,
მოსახლეობას შევახსენებ, რომ პირველივე ჯერზე 50 წელს ზემოთ ჩვენ
200-ლარიან წამახალისებელ დანამატს ვუხდით. ეს პროცესი უნდა
გავაფართოვოთ და სოფლებში ჩავიტანოთ ვაქცინები“,- ამის შესახებ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე
განაცხადა.
იმის მიუხედავად, რომ ომიკრონი, ვუსმენთ რა ექიმებს და მეცნიერებს,
საკმაოდ სუსტად მიმდინარეობს, საფრთხე მაღალია მათთვის განსაკუთრებით
ვინც არის ასაკში და ქრონიკული დაავადებები აქვს, ამ ჯუფებზე გაკეთდეს
მეტი აქცენტი. 50 წელს ზემოთ წამახალისებელი კამპანია ჩავატაროთ, 200
ლარიანი დანამატები გადავუხადოთ და ყველა ის ვაქცინა რომელიც დღეს
ხელმისაწვდომია, იქნას ათვისებული“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები