ქუთაისში, ავტოქარხანაში, ერთ ღამეში 25 ავტომობილი გაქურდეს.

ჩამსხვრეულია მინები, წაღებულია თანხა და პირადი ნივთები. გაძარცვეს სასულიერო პირის მანქანაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძარცვის გახშირებული ფაქტების გამო თავს დაუცველად გრძნობენ.

,,დილით მეუღლე მოვიდა და მითხრა, რომ მანქანა გატეხილი იყო. ჩამოვედით და ვნახეთ მამაოს მანქანაც იყო გატეხილი და კიდევ 25 მანქანა. ეს არის განუკითხაობა, არ გვყავს მთავრობა, არ გვყავს პატრონი. როგორ შეიძლება ერთ ღამეში 25 მანქანა გატეხონ?”-ამბობს დაზარალებული მანონი ჯოჯუა.

ასევე, გუშინ ღამით გაქურდეს საფიჩხიის სასაფლაო. წაღებულია 10-მდე ბიუსტი.

შსს-ში აცხადებენ, რომ დეტალებს არკვევენ და მომხდარზე ინფორმაციას მოგვაწვდიან. ინფორმაციის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *