მინდელის შახტში მეშახტეებმა დაზიანებები სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად მიღეს

მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულმა მეშახტეებმა დაზიანებები სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად მიიღეს.

როგორც  გუგა ქაშიბაძემ, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობას 8 პაციენტი გადის, რომელთაგან სამი რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული.

„გამთენიისას ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს 8 პაციენტი კატასტროფის ბრიგადის მიერ ტყიბულიდან. სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანებები. სამი მათგანი მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში, აქედან ერთი მათგანის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. დანარჩენი ხუთი პაციენტი მოთავსებულია დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში, გარდა დამწვრობისა, აღენიშნებათ სხვადასხვა ადგილის ტრავმული დაზიანებები და მოტეხილობები. ამ წუთებში უტარდებათ კვლევები და გარკვეული სამედიცინო ჩარევები. იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული, საკმაოდ სერიოზულია, ერთ-ერთ მათგანს 60%-ით დაზიანება და თერმული დაზიანება აღენიშნება, ყველა მათგანი არის კონტაქტური და ადეკვატური“, - ამბობს გუგა ქაშიბაძე.


შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
| Print |