პოლიციამ ქუთაისში,  ავტომანქანების გაქურდვის ფაქტზე 3 არასრულწლოვანი ამხილა.

უწყების ცნობით,  იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 3 არასრულწლოვანი – 2007 წელს დაბადებული გ.მ., 2007 წელს დაბადებული ლ.მ. და 2008 წელს დაბადებული ს.მ. ამხილეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე, 5 ავტომანქანა გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა სამივე არასრულწლოვანი მომხდარი ფაქტიდან მეორე დღეს ამხილეს. პოლიციამ მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. მხილებული არასრულწლოვნები დანაშაულს აღიარებენ.

დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”- ნათქვამია შშს-ს განცხადებაში. 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *