14 თებერვალს ვალენტინობა აღინიშნება
14 თებერვალს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წმინდა ვალენტინის დღე აღინიშნება. როგორც წესი, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები. ისინი ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული შინაარსის ღია ბარათებს — „ვალენტინებს“, სხვადასხვანაირ საჩუქარს. ამ დღეს ხშირად უხსნიან სიყვარულს, ცოლობას სთხოვენ ან ქორწინდებიან.

ვალენტინობის დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა. ახლა 14 თებერვალს, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალურ საეკლესიო დღესასწაულს, მხოლოდ პროტესტანტები აღნიშნავენ ლუთერანულ და ანგლიკანურ ეკლესიებში.

მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდანის ხსენების დღეა 19 ივლისი (ძველი სტილით, 6 ივლისი). 1969 წლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ კათოლიკური ეკლესია ამ დღეს აღარ აღნიშნავს. 14 თებერვლის რომანტიკულ საყვარულთან ასოცირებას სათავე დაუდო ჯეფრი ჩოსერმა შუა საუკუნეების მიწურულს.

ძველ რომში 14 თებერვალს აღინიშნებოდა ლუპერკალია — ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნისადმი (ლუპერკისადმი) მიძღვნილი ეროტიკული დღესასწაული.

როგორც ჩანაწერებიდან ვგებულობთ, ამ დღეს ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, რომლებსაც ტყავს აძრობდნენ და მათრახებს აკეთებდნენ. მერე ამ მათრახებით ახალგაზრდა, შიშველი მამაკაცები ქალებს ცემით მიერეკებოდნენ ქალაქის ქუჩებში. ქალებს იმედი ჰქონდათ, ამ ცემის რიტუალის შემდეგ უფრო ნაყოფიერი გახდებოდნენ და შვილებს ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზე გავრცელებული ტრადიცია იყო რომში, რომელშიც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ. ამ რიტუალის პოპულარობის მიზეზად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ 276 წელს ჩვილთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობა და მუცლის მოშლა ძალიან გახშირდა.

494 წელს რომის პაპმა — გელასიუს I-მა ლუპერკალიის აღნიშვნა აკრძალა. ძველი დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის დღით. გადმოცემის მიხედვით, ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, რომელიც 269 წლის 14 თებერვალს რომის იმპერატორმა — კლავდიუს II-მ სიკვდილით დასაჯა ქრისტიანული წმინდა საიდუმლოებების აღსრულების გამო.

ლეგენდის თანახმად, მრისხანე კლავდიუსს მტკიცედ სწამდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც არც ოჯახი ჰყავდა და არც საყვარელი ქალი, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილშვილიანი. ამიტომ კლავდიუსმა ქორწინება აკრძალა, მაგრამ ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს რომის იმპერატორისგან მალულად მაინც აღასრულებდა. მისი ამბავი ქალაქში გავრცელდა.

წმინდა ვალენტინმა უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, სანამ ციხეში აღმოჩნდებოდა. სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფმა, ზედამხედველის ქალიშვილი — ჯულია გაიცნო და გულში ჩაუვარდა. შეყვარებულმა მღვდელმა სიკვდილის წინ ქალიშვილს სასიყვარულო ბარათი მისწერა, რომელიც შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა.

269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებში დაკრძალეს. წმინდანი სიყვარულისა და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად ითვლება.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალში იმერეთში მოქმედი
არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა.
18:38 / 29.07.2022
ქუთაისის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალში იმერეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა.
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა
აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში
დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.
14:12 / 28.07.2022

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას გეგმავს.
11:44 / 20.07.2022
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას გეგმავს.
გადავსებული ურნები, ძირს დაყრილი ნარჩენები, გაუწმენდავი ქუჩები და
მუდმივი მტვერი ქალაქში- ეს ქუთაისის რეალობაა.
16:49 / 18.07.2022
გადავსებული ურნები, ძირს დაყრილი ნარჩენები, გაუწმენდავი ქუჩები და მუდმივი მტვერი ქალაქში- ეს ქუთაისის რეალობაა.
14 ივლისს, ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის ქალთა კლუბების
ინიციატივით, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო
შეხვედრა გაიმართა სახელწოდებით, ,,ერთად ფემიციდის წინააღმდეგ’’.
15:07 / 15.07.2022
14 ივლისს, ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის ქალთა კლუბების ინიციატივით, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო შეხვედრა გაიმართა სახელწოდებით, ,,ერთად ფემიციდის წინააღმდეგ’’.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
17:35 / 29.07.2022
,,ლაშა ჩხიკვაძე უკვე ღიად ჩაერთო მთავრობის ანტიდასავლურ პროპაგანდაში’’-ნიკა გვარამიას ადვოკატი
,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დღევანდელი განცხადებით "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პროპაგანდაში ღიად ჩაერთო.
15:53 / 15.07.2022
ტორესა მოსმა და ნენე კვინიკაძემ, ქუთაისელ აუდიტორიასთან ერთად, საზოგადოებაში საბჭოურ გადმონაშთებზე იმსჯელეს
ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა რეალობის კვალზე სასაუბროდ, ქუთაისს მწერლები - ტორესა მოსი და ნენე კვინიკაძე ეწვივნენ.
15:30 / 20.07.2022
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას წარმოების უფლება შეუჩერეს

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.

14:12 / 28.07.2022
,,შვეიცარიულ ბანკთან ჩემს პრობლემებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს’’-ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის პირად პრობლემას შვეიცარულ ბანკთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.
12:11 / 27.07.2022
,,ქართული ოცნება’’ კიდევ ერთმა დეპუტატმა-გურამ მაჭარაშვილმა დატოვა
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
14:27 / 28.07.2022
,,დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი არ აქვს’’- კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
12:20 / 28.07.2022
პოლიტიკის სიახლეები
2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი შესრულდა
00:00 / 08.08.2022
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ,
ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
17:35 / 29.07.2022
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
,,ქართული ოცნება’’ კიდევ ერთმა დეპუტატმა-გურამ მაჭარაშვილმა დატოვა
14:27 / 28.07.2022
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
,,დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი არ აქვს’’- კელი დეგნანი
12:20 / 28.07.2022
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
ამინდი
თბილისი 21 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 32 °C
img
ბათუმი 23 - 28 °C
img
სოხუმი 22 - 27 °C
img
ფოთი 23 - 27 °C
img
თელავი 21 - 32 °C
img
მესტია 11 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 29 °C
img
ბორჯომი 16 - 29 °C
img