იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე იმერეთის მეწარმეებს და ფერმერებს შეხვდა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, იმერეთის მეწარმეებსა და ფერმერებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო მეწარმეებისა და ფერმერებისათვის ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით“ დაფინანსებული საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მიზნით, 40 მილიონი ლარი გამოეყო სამ სახელმწიფო სააგენტოს: ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“.

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სააგენტოები, თავიანთი სფეროების მიხედვით, გასცემენ გრანტებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ოპერირებენ და რეგისტრირებულები არიან ევროკავშირის პროგრამით განსაზვრულ 4 საპილოტე რეგიონში: იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში.

„სოფლის განვითარების სააგენტო“ აფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა მანქანა-დანადგარების და ინვენტარის შეძენა, შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მხარდაჭერა, პროექტის ფარგლებში შეძენილი დანადგარებისა და აღჭურვილობის დამონტაჟებასთან დაკავშირებული სამუშაოების მხარდაჭერა.

სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსდება ტექნიკური დახმარების კომპონენტი: პროდუქტის საერთაშორისო სტანდარტებით ლიცენზირება-სერტიფიცირება, ბრენდინგი და პროდუქციის შეფუთვა, საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება - საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლის ხელშეწყობა. ასევე, სააგენტოს მიერ შესაძლებელია პროცენტის სუბსიდირების და გარანტიის მიკრო და მცირე გრანტების გაცემა; გრანტები 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით მიკრო და მცირე ბიზნესის წამოწყებისათვის ანდა არსებულის გადაიარაღებისათვის.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ფინანსდება ისეთი ტიპის პროექტები, როგორებიცაა მცირე გრანტების პროექტები - ინოვაციების დანერგვა, ტესტირება ან გაუმჯობესება შემდგომი კომერციალიზაციის და სხვა მიზნით; ინოვაციების საგრანტო პროექტები - ინოვაციური ანდა მაღალტექნოლოგიური ელემენტის შემცველი და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნეს პროექტების დაფინანსება; შესაძლებლობების განვითარება რეგიონული სტარტაპ ეკოსისტემისთვის - STEAM და ICT მიმართულების პროექტები; პრე-აქსელერაციის და სტარტაპების შექმნა/ხელშეწყობის პროექტები.

,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა აძლევს ჩვენს თანამოქალაქეებს იმის საშუალებას, რომ აბსოლუტურად განსხვავებული პირობებით ისარგებლონ. სახელმწიფო სააგენტოები სფეროების მიხედვით გასცემენ გრანტებს, ეს არის საუკეთესო შეთავაზება რაც კი ყოფილა აქამდე. აღნიშნული პროგრამებით სახელმწიფოს მხრიდან, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასევე ,,აწარმოე საქართველოში" და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ბენეფიციარებს შეუძლიათ მიიღონ გრანტები, ასევე სესხის სუბსიდირება და მოახმარონ სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი ბიზნესის განვითარება - გაფართოებას" - ზვიად შალამბერიძე.

,,ეს არის ერთ-ერთი უნიკალური პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესს სხვა ფინანსური პირობებით და სარგებლით გააფართოვოს თავისი საქმიანობა, იმისთვის რომ ადგილზე შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და ის ფიზიკური ინფრასტრუქტურა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ქმნის ადგილზე საწარმოების ხელშეწყობისთვის. ასევე, შევსებული იყოს უკვე ინდივიდუალურად სხვადასხვა ბიზნესის მიერ თავისი საქმიანობის გაფართოების თვალსაზრისით. ვფიქრობთ, რომ საინტერესო პროგრამაა, რომელიც შევსებულია მათ შორის სწავლების თვალსაზრისით ბიზნესისთვის და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი აქტიური მომხმარებელი ეყოლება ამ მიმართულებას“-აღნიშნა მზია გიორგობიანმა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი.

პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა და მისი წინასწარი ჯამური ბიუჯეტი 200 მილიონი ლარია.

საპილოტე რეგიონების პროგრამა ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა და ზოგადი ხედვა ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება. მოსალოდნელი შედეგები ითვალისწინებს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლებას; მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ინოვაციების ხელშეწყობას; სიღარიბის შემცირებას და საბოლოოდ - თბილისსა და საპილოტე რეგიონებს შორის სოციალური და ეკონომიკური უთანაბრობების ეტაპობრივ აღმოფხვრას.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა.
23:28 / 01.07.2022
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის ორგანიზებით, ქუთაისში,
გარემოსდაცვით საკითხებზე, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა
გაიმართა.
17:25 / 01.07.2022
აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის ორგანიზებით, ქუთაისში, გარემოსდაცვით საკითხებზე, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გაიმართა.
კანონი შინაური ცხოველების დაცვის და გადარჩენის
შესახებ
16:47 / 01.07.2022
კანონი შინაური ცხოველების დაცვის და გადარჩენის შესახებ
მოძრაობის ,,შინ ევროპისკენ’’ წევრები ქუთაისის მცხოვრებლებს ხვდებიან
და ევროინტეგრაციის და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობის
შესახებ საინფორმაციო ბროშურებს ურიგებენ.
14:34 / 01.07.2022
მოძრაობის ,,შინ ევროპისკენ’’ წევრები ქუთაისის მცხოვრებლებს ხვდებიან და ევროინტეგრაციის და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო ბროშურებს ურიგებენ.
ავიაკომპანია Wizz Air 1-ლი აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტში პირდაპირ
რეგულარული რეისების შესრულებას პარიზისა და ტალინის მიმართულებით
განაახლებს.
16:46 / 30.06.2022
ავიაკომპანია Wizz Air 1-ლი აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტში პირდაპირ რეგულარული რეისების შესრულებას პარიზისა და ტალინის მიმართულებით განაახლებს.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
თეატრალურ ფესტივალს ,,თეატრალური იმერეთი’’ ზესტაფონის თეატრი გახსნის
16 ივნისიდან თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი’’ იწყება.
15:56 / 10.06.2022
,,გაოცებულები მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია არის წამოწყებული საკუთარი წინააღმდეგ’’-ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გზაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საქართველო მოწინავეა და ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.
14:55 / 06.06.2022
,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".-კონფერენცია ქუთაისში

 

 ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".

16:57 / 15.06.2022
სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ ნიკა გვარამია შეიწყალოს.
12:38 / 08.06.2022
,,იმ ქვეყნების სიაში, სადაც "მაიმუნის ყვავილი" ფიქსირდება, შესაძლოა, საქართველოც მოხვდეს’’-მაია ზალდატანიშვილი
იმის გასარკვევად, შემოვიდა თუ არა საქართველოში ”მაიმუნის ყვავილი”, ექიმები საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.
15:11 / 07.06.2022
,,მარგველაშვილის წერილში ნათქვამია, ჩემი მახინჯი გოგო ცოლად მოიყვანეო’’-ირაკლი კობახიძე
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მეოთხე პრეზიდენტის წერილს, რომელიც ის ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას სთხოვს, სიყალბეს უწოდებს.
15:17 / 22.06.2022
,,ნინო ლომჯარია ნაცების სახალხო დამცველად გადაიქცა’’ - მამუკა მდინარაძე
"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნინო ლომჯარია ნიკა გვარამიას შეწყალების მოწოდებით მიმართავს.
16:00 / 08.06.2022
პოლიტიკის სიახლეები
„შინ ევროპისკენ“ მმართველ პარტიას პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
15:16 / 30.06.2022
მოძრაობა ,,შინ ევროპისკენ’’ მოძრაობის წევრებზე თავდასხმების ფაქტებს ეხმაურება.
  ,,უნდა დავბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახში, რომელსაც ხელოვნურად ვართ მოწყვეტილები’’-გიგი გიგიაძე
17:29 / 29.06.2022
,,საქართველო ახლა მნიშვნელოვან ეტაპს გადის, გაგვეხსნა ევროპული პერსპექტივა, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, უნდა შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა, რათა ევროკავშირის წევრობის კანიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ,’’
ქუთაისის მერიამ 10 ახალი მიკროავტობუსი წარადგინა
16:20 / 29.06.2022
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, 10 ახალი, თანამედროვე M2 კატეგორიის ავტობუსი წარადგინა.
,,ნაციონალურმა მოძრაობამ'' ქუთაისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
15:39 / 29.06.2022

ქუთაისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო, რის შედეგადაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა დატოვა.

ამინდი
თბილისი 17 - 27 °C
img
ქუთაისი 16 - 22 °C
img
ბათუმი 18 - 25 °C
img
სოხუმი 17 - 24 °C
img
ფოთი 19 - 24 °C
img
თელავი 16 - 26 °C
img
მესტია 5 - 16 °C
img
ზუგდიდი 16 - 24 °C
img
ბორჯომი 9 - 21 °C
img