ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ორი ავტომობილი ერთამენთს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი და ახალგაზრდა ქალი დაშავდნენ, რომლებიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

,,საშინელი ხმა მოგვესმა, გამოვედით და ავარია იყო. მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, აქეთ-იქით სირბილი დაიწყო და ყვიროდა, ეს რა მომივიდაო. მეორე ავტომობილში ცოლ-ქმარი და ბავშვები ისხდნენ. დედა და ერთი ბავშვი ძალიან მძიმედ იყვნენ და სასწრაფომ წაიყვანა,”-ამბობენ თვითმხილველები.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დეტალებს არკვევენ. ინფორმაციის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *