5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულ 7 ადამიანს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს, ჟურნალისტებზე ძალადობის
საქმეზე კიდევ ერთი განაჩენი გამოცხადდა.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 7 დაკავებულიდან 6-ს 1 წლის ვადით,
ხოლო ერთს - 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მათ რეალურად სასჯელის მოხდა რამდენიმე თვით მოუწევთ, რადგან აღკვეთის
ღონისძიების სახით ისედაც პატიმრობაში იმყოფებოდნენ.
პროცესზე მოსამართლემ დაკავებულების ნაწილს ძალადობის ორგანიზების
მუხლი - ძალადობად გადაუკვალიფიცირა, რაც ნაკლები სასჯელის ზომას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები