ქუთაისში უკრაინის ქალაქ ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მდუმარე აქცია მოეწყო.

აქციის მონაწილეებმა თეთრ ხიდზე სიმბოლურად სანთლები დაანთეს და ყვავილები მიიტანეს. ისინი ამბობენ, რომ ის, რაც უკრაინაში მოხდა, ერთი ქვეყნის და ქალაქის ფარგლებს სცდება და მსოფლიოს ტრაგედიაა.

,,ჩვენ ვუყურეთ რუსი ჯალათების მიერ უკრაინელების გენოციდს. ის, რაც უკრაინაში მოხდა, არც ჩვენთვისაც უცხო. რუსეთმა 9 აპრილს გენოციდი მოგვიწყო, შემდეგ გაგრაში დაგვიხოცა ახალგაზრდები, შემდეგ სოხუმში და ასევე 2008 წელს. ახლა რუსი ჯალათები უკრაინელებს უტევენ, რუსეთი უნდა შევაჩეროთ,”-ამბობს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია.

,,წარმოუდგენელია გულგრილად უყურო იმას, რაც უკრაინაში ხდება. ეს არის სისასტიკე. რუსი ოკუპანტები ბავშვებს და ქალებს ხვრეტენ. მოვედით აქ,რათა პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას,”-ამბობს ჟურნალისტი ქეთევან ბერძენიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *