ქუთაისში მოქალაქეს ტელევიზორი აუფეთქდა, რამაც ხანძარი და ბინის დაზიანება გამოიწვია
ქუთაისში, ავტროქარხანაში, საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა, რის შედეგადაც ერთი ოჯახი დაზარალდა.

შემთხვევა დილის 4 საათზე მოხდა. ბინის მეპატრონის თქმით,  ტელევოზორი იმ დროს აფეთქდა, როცა ჯერ კიდევ ეძინა, რამაც ხანძარი და მისი საცხოვრებელი ფართის დაზიანება გამოიწვია.

,,მეძინა და ხმაურზე გამეღვიძა. კიდევ კარგი ხმა გავიგე, თორემ შეიძლება გავგუდულიყავი. ცეცხლი ტელევოზორს გაუჩნდა, რომელიც მხოლოდ პულტით იყო გამორთული და ელექტროენერგიის წყაროზე იყო შეერთებული. დაზიანდა ავეჯი და ჭურჭელი. აქ ვეღარ გავჩერდები, საღამოს ნათესავთან მომიწევს წასვლა,’’-ამბობს ბინის მეპატრონე ლელა გურგენიძე.

ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახური. მათ ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.


| Print |