"აზოვსტალში" კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

„აზოვსტალში“ ქართველი მებრძოლი ტატო ბიგვავა დაიღუპა.

27 წლის სამხედრო კასეტური ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა. ბომბი რუსმა ოკუპანტებმა „აზოვსტალის“ თავშესაფრის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.


ქართველი მებრძოლი წლების განმავლობაში მშობლებთან ერთად უკრაინაში ცხოვრობდა და არსებული ცნობით, ის უკრაინის მოქალაქე იყო. ტატო ბიგვავა 2014 წლიდან „აზოვის“ პოლკის მეორე ასეულს ხელმძღვანელობდა. დაახლოებით, 1 თვის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.

დაღუპული მებრძოლი წარმოშობით ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზნიდან არის. ამ დროისთვის უცნობია, ჩამოასვენებენ თუ არა მას სამშობლოში. 

| Print |