ორგანიზაცია ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” ორგანიზებით, ქუთაისში მედიის თავისუფლებისა და რეგიონული მედიის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელთა წინაშეც დღეს რეგიონული და არამხოლოდ რეგიონული მედია დგას.

,,დღეს მედია არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. იქნება ეს მედია მენეჯერების პოლიტიკური დევნა სისხლის სამართლის საქმეებით, ხელისუფლების სიძულვილით სავსე დამოკიდებულება ოპოზიციური მედიასაშუალებების მიმართ, ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოების საკითხი, ჟურნალისტების წინააღმდეგ აღძრული ცილისწამების საქმეები, რაც ძალიან საშიში იარაღია თუ სხვა. ვისაუბრეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და გავცვალეთ მოსაზრებები,”-ამბობს  სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი მარი კაპანაძე.

,, ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მიმართულება არის მედიის თავისუფლების საკითხზე მუშაობა, შეხვედრის მიზანი იყო ახლოს გაგვეცნო რეგიონული მედიის წარმომადგენლები, გვესაუბრა საქართველოში არსებულ პრობლემებზე მედიის თავისუფლების კუთხით. ასევე, მათთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმ მიგნებებზე, რაც ჩვენი საქმიანობის პროცესში გამოიკვეთა. გარდა ამისა, ჟურნალისტებისგან მოგვესმინა რა გამოწვევების წინაშე დგანან, რათა ჩვენი საქმიანობა ისე წავრმართოთ, რომ მათი საქმიანობის თავისუფლებისკენ იყოს მიმართული,”-ამბობს ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *