26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ამ დღეს აღნიშნავენ ქუთაისშიც. გთავაზობთ 26 მაისის პროგრამას: 

12:00-19:00 საათი – საბავშვო ატრაქციონები (ცენტრალური ბულვარი)

12:00-19:00 საათი – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა (ცენტრალური მოედანი)

12:00-19:00 საათი – ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა (ცენტრალური მოედანი)

12:00-18:00 საათი – სამხედრო ტექნიკის დათვალიერება (ცენტრალური მოედანი)

12:00-19:00 საათი – ყვავილების გამოფენა-გაყიდვა (ცენტრალური ბულვარი)

12:00-19:00 საათი – პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მოდელირება-სწავლება (ცენტრალური მოედანი)

12:00-18:00 საათი – ტურნირი მოყვარულთა შორის ჭადრაკში, ნარდში, შაშში (ცენტრალური ბულვარი, 9 აპრილის ძეგლთან)

12:00-19:00 საათი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა (ცენტრალური ბულვარი)

12:00-19:00 საათი – აღმოსავლური ორთაბრძოლების საჩვენებელი გამოსვლები (ცენტრალური ბულვარი)

12:00-19:00 საათი – სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი (ცენტრალური ბულვარი, დები იშხნელების ძეგლთან)

12:15 საათი – საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ძეგლის პატივგება

12:00 და 14 :00 საათი – სპექტაკლი „მუსიკის ჰანგები“, თოჯინების თეატრი

13:00 და 15:00 საათი – სპექტაკლი „ პეპი გრძელი წინდა“, ნიღბების თეატრი (ხარაზოვის ბაღი)

12:00-15:00 საათი – ქუთაისში არსებული სამუსიკო სტუდიების და ხანდაზმულთა ანსამბლ „ბერმუხა“-ს კონცერტი (ცენტრალური მოედანი)

15:00-15:45 საათი – მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული სიმებიანი კვარტეტის კონცერტი (ცენტრალური მოედანი)

15:45-16:15 საათი – მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული ახალგაზრდული ორკესტრისა და ა(ა)იპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებასთან არსებული სასულე ორკესტრის ერთობლივი კონცერტი (ცენტრალური მოედანი)

16 :15-16: 45 საათი – სიმფონიური ორკესტრის კონცერტი (ცენტრალური მოედანი)

17:10 საათი – საქართველოს ჰიმნი (ცენტრალური მოედანი)

19:00 საათი – ფილმის ჩვენება (ბოტანიკური ბაღი)

20:00 – 22:30 საათი – გალა-კონცერტი (ცენტრალური მოედანი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *