26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში სამხედრო გამოფენა მიმდინარეობს.

გამოფენაზე წარმოდგენილია მესამე ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში არსებული შეიარაღება და ჯავშანტექნიკა. გარდა ამისა, პირადი შემადგენლობის წევრები ჯარის პოპულარიზებას ეწევიან. ისინი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ ბუკლეტებს არიგებენ, რითაც დაინტერესებულ პირებს აწვდიან ინფორმაციას როგორ უნდა მოხვდნენ შეიარაღებულ ძალებში და რა პრივილეგიებით და შესაძლებლობებით ისარგებლებენ, თუ საკონტრაქტო სამსახურზე წავლენ.

,,აქ ქართული წამოების ჯავშანტექნიკაა წარმოდგენილი. რაც შეეხება შეიარაღებას, გვაქვს ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი როგორც მსხვილკარიბრიანი, ასევე წვრილკარიბრიანი ტყვიამფრქვევები და სხვადასხვა სახეობის შეიარაღება. ასევე, უახლოესი თანამდეროვე სისტემის ნატოს სტადარტების ტანკსაწინააღმდეგო სისტემა. გარდა ამისა,  ჩვენი ბრიგადის წევრები საზოგადოებას სამხედრო საკონტრაქტო სამასახურის შესახებ აწვდიან ინფორმაციას. ადამიანებს, რომლებსაც შეიარაღებულ ძალებში მოხვედრა სურთ, სხვადასხვა შესაძლებლობას ვთავაზობთ, იქნება ეს სწავლების დაფინასებები, დაზღვევები, რომელიც არა მარტო მათზე, არამედ თავიანთ ოჯახის წევრებზეც იმოქმედებს თუ სხვა. საზოგადოებას შეუძლია მოვიდეს, გადაიღოს სურათები და რაც მთავარია, ქართული ჯარის სიძლიერეს გაეცნოს, დღეს ხომ ჩვენი დღეა, გზა ევროპისკენ!’’-ამბობს მესამე ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი გოგი ნოზაძე.

გამოფენა 18:00 საათამდე გასტანს.

 

alt

 

alt

 

alt

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *