26 მაისს ქუთაისის მცხოვრებლებს და ქუთაისის სტუმრებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს შეუძლიათ დაესწრონ.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და ცენტრალურ ბულვარში რამდენიმე აქტივობა ერთდორულად მიმდინარეობს. წარმოდგენილია საბავშვო ატრაქციონები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სამხედრო გამოფენა, აღმოსავლური ორთაბრძოლების საჩვენებელი გამოსვლები და სხვა.

ლევან ჭავჭანიძემ დღეს საკუთარი ხელნაკეთი ნივთები გამოფინა, რომელთა უმეტესობა ვაზისა და სპილენძისგან არის დამზადებული. ეს მისი პირველი გამოფენაა.

alt

,,ვაზი ჩემთვის ყველაზე ახლობელია, რადგან ის საქართველოს ტრადიციებთან ასოცირდება, ასოცირდება ღვინოსთან და ჩვენს სამშობლოსთან, ამიტომ მასალად ვაზი გამოვიყენე. ჩემს გამოფენას ვუძღვნი როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის დამოუკიდებლობას,’’-ამბობს ლევან ჭავჭანიძე.

საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყო ასევე ასოციაციამ ,,მოწყალება’’. წარმოდგენილია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, სამაჯურები, ნაქსოვი ნივთები და სხვა.

,,ორგანიზაციაში ოქროსხელება ადამიანები მყავს. დაამზადეს ეს პროდუქცია და დღეს ვყიდით. ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალს დამოუკიდებლობის დღეს! ღმერთმა ქნას, ნამდვილად დამოუკიდებელ ქვეყანაში ვიცხოვროთ,’’-ამბობს ასოციაცია ,,მოწყალების” თავმჯდომარე გულიზარ ჯავახაძე.

20 საათზე უკვე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *