ქუთაისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით რეისი გაუქმდა, რასაც მომხმარებელთა უკმაყოფილება მოჰყვა.
მგზავრები კომპანია "ვიზეარს" უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
მათი თქმით, ავიარეისი რამდენჯერმე გადაიდო და საბოლოოდ გაუქმდა,
მიზეზად კი თვითმფრინავის გაუმართაობა დაუსახელეს.
მგზავრების თქმით, მთელი ღამის განმავლობაში აეროპორტში ბავშვებთან და
ასაკოვან ადამიანებთან ერთად იყვნენ და ყურადღება არც აეროპორტმა
მიაქცია და არც კომპანიამ.
აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს
თვითმფრინავის შემოწმება.
ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".
ქუთაისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო, რის შედეგადაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები