დღეს, 15:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე  ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 

განსხვავებული პროფესიის და პოლიტიკური განწყობის მქონე ადამიანები ერთმანეთს ხელს ჩასჭიდებენ და განაცხადებენ, რომ
გზა ევროპისკენ, საქართველოს არჩევანია. აქციის ორგანიზატორები სამოქალაქო აქტივისტები არიან. 

,,ქუთაისს ახსოვს რა მოხდა 20 ივნისს !
სახელმწიფოს არ აქვს უფლება იძალადოს მოსახლეობაზე, მისი თითოეული მსგავსი ნაბიჯი არის ანტიევროპული ღირებულების და საზოგადოება მის წინააღმდეგ უნდა დადგეს.
დაიკავეთ ადგილი ცოცხალ ჯაჭვში 20 ივნისს, 15:00 საათზე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე,”-ნათქვამია მოძრაობა We Stand for U-ს განცხადებაში. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *