,,შინ ევროპისკენ"-ავტომსვლელობა ქუთაისში
,,შინ ევროპისკენ" - ქუთაისში ავტომსვლელობა მოეწყო.
აქციის მონაწილეებმა ავტომანქანებით ქუთაისის უბნები შემოიარეს.
,,ჩვენ ვირჩევთ ევროპას"-სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
,,გვინდა ხმა მივაწვდინოთ ევროპას , რომ თუ საქართველო არჩევნის
წინაშე დადგება, ევროპა თუ ოლიგარქია, ვირჩევთ ევროპას. ამას ვამბობთ
არაძალადობრივად, ორგანიზებულად, ქუთაისი და მთელი
საქართველო,"-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე.
,,ეს აქცია ერთადერთ მიზანს ემსახურება -წინსვლას ევროპისკენ,
არავითარ უკუსვლას და არავითარ რუსეთისკენ ხედვას. დასხდნენ და
იმუშავონ იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რაც ევროკავშირმა მოგვცა.
მოვუწოდებ ხელისუფლებას: გამოფხიზლდნენ, თორემ ჩვენ
გამოვაფხოზლებთ,"-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ანდრია წყაროზია.
23 ივნისს ევროკავშირმა მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის წევრობის
კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. საქართველოს შემთხვევაში მხარი
დაუჭირა ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. ევროკავშირი საქართველოს
კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, გარკვეული რეკომენდაციების
შესრულებისკენ მოუწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები