ქუთაისის და მთლიანად საქართველოს მასშტაბით, პარკირების ადგილებზე ხშირად შეხვდებით ადამიანებს,

რომლებსაც ე.წ. სტაიანშიკის ფორმა აცვიათ და მძღოლებს მანქანის უსაფრთხო პარკირების სანაცვლოდ ფულს სთხოვენ.

ბევრს არ აქვს ინფორმაცია, რომ ე.წ. სტაიანშიკები არცერთ სამსახურს არ წარმოადგენენ, შესაბამისად, მძღოლი ვალდებული არ არის მათ თანხა გადაუხადოს. ქუთაისში პარკირების ერთწლიანი გადასახადი 40 ლარს შეადგენს, რომელსაც ზედამხედველობას პარკინგ-სერვისი უწევს, “სტაიანშიკი” კი პარკირების ადგილზე თვითნებურად დგას. ასევე, მძღოლები მათი მხრიდან გამოვლენილ უხეშობაზე ხშირად საუბრობენ. პრობლემა ქუთაისში მწვავედ დგას, თუმცა რეაგირება არავის აქვს.

ვრცლად, მოისმინეთ ჩვენი სიუჟეტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *