,, პრაიდ კვირეული’’ დღეს გაიხსნება, ქართველი რეჟისორის, ელენე ნავერიანის ქვიარ ფილმის „სველი ქვიშა“ პრემიერით.

კვირეულის ფარგლებში გაიმართება რეგიონული ლგბტქ კონფერენცია და მუსიკალური ფესტივალი.

უფლებადამცველი ორგანიზაციები „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში მუსიკალური ფესტივალისა და სხვა ღონისძიებების უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ:

,,კოალიცია თანასწორობისთვის’’ განცხადების თანახმად, დახურულ სივრცეებში დაგეგმილი ღონისძიებების დარბევით, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფები პრაიდის კვირეულის დაანონსებიდან მოყოლებული იმუქრებიან.
„ძალადობის ორგანიზატორები წარმოადგენენ რეალურ საფრთხეს საზოგადოებისთვის, არ გამოხატავენ საზოგადოების უმრავლესობის აზრს და მათი ერთადერთი ფუნქცია სამოქალაქო დაპირისპირების გაჩენა და საჯარო სივრციდან კონკრეტულ ჯგუფთა დევნაა“.

კოალიცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები მათ მიმართ, ვინც ემუქრება „თბილისი პრაიდს“ და უზრუნველყოს „პრაიდის კვირეულის” ფარგლებში დაანონსებული ყველა აქტივობის უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

27 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „მიიღებს ყველა ზომას“, რათა „თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უსაფრთხოდ ჩატარდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *