იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას გეგმავს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გეგმური ინფრასტრუქტურული პროექტი 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.

მათივე ცნობით, სარემონტო სამუშაოები ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს ჩაუტარდება, რის გამოც, ამ პერიოდში, ქუთაისის აეროპორტში ფრენები ვერ შესრულდება და აეროპორტი ორი კვირით დაიხურება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმური რეაბილიტაცია. ის ავიაკომპანიები კი, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში ოპერირებენ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს სხვა აეროპორტებში განაგრძონ ფრენები, თუ 2 კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერონ.

„როგორც მთელს მსოფლიოში, უსაფრთხოების მიზნით, საქართველოშიც ოპერატორი კომპანიები აეროპორტების ასაფრენი-დასაფრენი ზოლის პერმანენტულ მონიტორინგს ვახორციელებთ. ფრენების უსაფრთხოების მიზნით, ასაფრენი ზოლის ვარგისობის შემოწმება და მის შენარჩუნებაზე ზრუნვა მუდმივად ხდება. ქუთაისის აეროპორტის სააეროდრომო ნაწილის რეაბილიტაციისას სარემონტო სამუშაოები ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ცალკეულ ნაწილს ჩაუტარდება, რისთვისაც აეროპორტის დროებით დახურვა საჭირო გახდება. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია,“ - აცხადებს თამარ არჩუაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ქუთაისის აეროპორტის გეგმურ სააეროდრომო რეაბილიტაციასთან დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანებამ 8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. რეაბილიტაცია სრულად კომპანიის შემოსავლებით განხორციელდება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ახალი სამსახური - ა(ა)იპ მუნიციპალური
ინსპექცია ჩამოყალიბდა, რომელიც ქალაქის მთელი ტერიტორიის მასშტაბით
ახდენს სწრაფ რეაგირებას სხვადასხვა ფაქტებსა და პროცესებზე.
16:29 / 30.09.2022

ქუთაისის მუნიციპალიტეტში ახალი სამსახური - ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექცია ჩამოყალიბდა, რომელიც ქალაქის მთელი ტერიტორიის მასშტაბით ახდენს სწრაფ რეაგირებას სხვადასხვა ფაქტებსა და პროცესებზე.

საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა
განცხადებების მიღება დასრულდა.
14:28 / 30.09.2022
საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება დასრულდა.
ქუთაისში, იმერეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
12:56 / 30.09.2022
ქუთაისში, იმერეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სოხუმის დაცემიდან 29 წლისთავზე ქუთაისში აფხაზეთის ომის მონაწილე
ქალებთან შეხვედრა გაიმართა.
20:07 / 27.09.2022
სოხუმის დაცემიდან 29 წლისთავზე ქუთაისში აფხაზეთის ომის მონაწილე ქალებთან შეხვედრა გაიმართა.
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა, რის
შედეგადაც ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი კლინიკაშია
გადაყვანილი.
15:08 / 23.09.2022
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი კლინიკაშია გადაყვანილი.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
რუსეთი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვას თვალს მიადევნებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია.

12:39 / 06.09.2022
ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინის მორიგ მუქარაში სახიფათოს ვერაფერს ხედავს
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვას თვალს მიადევნებს, სახიფათოს ვერაფერს ხედავს.
15:39 / 06.09.2022
წერეთლის უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით 13 სტუდენტი ჩაირიცხა
აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე წელს 1918 სტუდენტი ჩაირიცხა, აქედან 100%-იანი დაფინანსება 13-მა, 70%-იანი 39-მა, ხოლო 50%-იანი გრანტი 122-მა სტუდენტმა მოიპოვა.
17:26 / 05.09.2022
პოლიტიკის სიახლეები
ერთ კვირაში ევროკავშირის საზღვრები გადაკვეთა რუსეთის 66 000-მა მოქალაქემ
12:52 / 28.09.2022

რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ გაზრდილია ამ ქვეყნის მოქალაქეების მიერ ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთის მაჩვენებელი.

 ,,ნაციონალური მოძრაობის'' ინიციატივით, საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს ,,საოკუპაციო შენატანის" გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროთ
11:47 / 28.09.2022
,,ნაციონალური მოძრაობა" გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომ საქართველოში შემოსვლისას თითოეულ რუსეთის მოქალაქეს "საოკუპაციო შენატანის" გადახდის ვალდებულება ჰქონდეს.
 ,,ბოლო ხუთ დღეში ,,ზემო ლარსიდან’’ შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია’’-ვახტანგ გომელაური
15:46 / 27.09.2022
რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, "ზემო ლარსიდან" შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია.
 ,,დაკავების შემდეგ შევხვდი, სახეზე დაზიანებები ჰქონდა’’-ვახტანგ გომელაური ბანკზე თავდამსხმელზე
12:37 / 27.09.2022
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ქუთაისში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავების შემდეგ პირადად მოინახულა.
ამინდი
თბილისი 14 - 29 °C
img
ქუთაისი 16 - 28 °C
img
ბათუმი 19 - 24 °C
img
სოხუმი 17 - 25 °C
img
ფოთი 18 - 26 °C
img
თელავი 15 - 28 °C
img
მესტია 7 - 16 °C
img
ზუგდიდი 14 - 27 °C
img
ბორჯომი 10 - 23 °C
img