ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას წარმოების უფლება შეუჩერეს

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.

 

ინფორმაციას "გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი" ავრცელებს.

 

 განცხადებაში წერია, რომ სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „ამბიკონ სტილსის“ მეტალურგიული წარმოების უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მას შემდეგ მიიღო, რაც ინსპექტირებით დადგინდა, რომ კომპანია საქმიანობას ახორციელებდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და გადაწყვეტილებით დადგენილი ტექნოლოგიური ციკლის დარღვევით, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს.

 

,,საწარმოს ეზღუდება საქმიანობის (მეტალურგიული წარმოება) განხორციელება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ ტექნოლოგიურ ციკლთან საწარმოს საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანამდე და სათანადოდ გამართული აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოყენების გარეშე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები რეგულარულად, მკაცრად გააკონტროლებენ საწარმოს მიერ ადმინისტრაციული მიწერილობის მოთხოვნების შესრულების პროცესს. წინააღმდეგ შემთხვევაში დეპარტამენტი შესაბამის რეაგირებას მოახდენს - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის 3(1) ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას 10 000 ლარიდან 30 000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში 20 000 ლარიდან 60 000 ლარამდე,''-ნათქვამია განცხადებაში.

 

 

25 ივლისს "გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა" განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ 19 აპრილს ამ საწარმოს მიმართ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინეს და საქმის მასალები სასამართლოს გადაუგზავნეს. სასამართლომ კომპანია 26 ივნისს 45 ათასი ლარით დააჯარიმა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ახალი სამსახური - ა(ა)იპ მუნიციპალური
ინსპექცია ჩამოყალიბდა, რომელიც ქალაქის მთელი ტერიტორიის მასშტაბით
ახდენს სწრაფ რეაგირებას სხვადასხვა ფაქტებსა და პროცესებზე.
16:29 / 30.09.2022

ქუთაისის მუნიციპალიტეტში ახალი სამსახური - ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექცია ჩამოყალიბდა, რომელიც ქალაქის მთელი ტერიტორიის მასშტაბით ახდენს სწრაფ რეაგირებას სხვადასხვა ფაქტებსა და პროცესებზე.

საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა
განცხადებების მიღება დასრულდა.
14:28 / 30.09.2022
საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება დასრულდა.
ქუთაისში, იმერეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
12:56 / 30.09.2022
ქუთაისში, იმერეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სოხუმის დაცემიდან 29 წლისთავზე ქუთაისში აფხაზეთის ომის მონაწილე
ქალებთან შეხვედრა გაიმართა.
20:07 / 27.09.2022
სოხუმის დაცემიდან 29 წლისთავზე ქუთაისში აფხაზეთის ომის მონაწილე ქალებთან შეხვედრა გაიმართა.
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა, რის
შედეგადაც ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი კლინიკაშია
გადაყვანილი.
15:08 / 23.09.2022
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი კლინიკაშია გადაყვანილი.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
რუსეთი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვას თვალს მიადევნებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია.

12:39 / 06.09.2022
ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინის მორიგ მუქარაში სახიფათოს ვერაფერს ხედავს
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვას თვალს მიადევნებს, სახიფათოს ვერაფერს ხედავს.
15:39 / 06.09.2022
წერეთლის უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით 13 სტუდენტი ჩაირიცხა
აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე წელს 1918 სტუდენტი ჩაირიცხა, აქედან 100%-იანი დაფინანსება 13-მა, 70%-იანი 39-მა, ხოლო 50%-იანი გრანტი 122-მა სტუდენტმა მოიპოვა.
17:26 / 05.09.2022
პოლიტიკის სიახლეები
ერთ კვირაში ევროკავშირის საზღვრები გადაკვეთა რუსეთის 66 000-მა მოქალაქემ
12:52 / 28.09.2022

რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ გაზრდილია ამ ქვეყნის მოქალაქეების მიერ ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთის მაჩვენებელი.

 ,,ნაციონალური მოძრაობის'' ინიციატივით, საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს ,,საოკუპაციო შენატანის" გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროთ
11:47 / 28.09.2022
,,ნაციონალური მოძრაობა" გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომ საქართველოში შემოსვლისას თითოეულ რუსეთის მოქალაქეს "საოკუპაციო შენატანის" გადახდის ვალდებულება ჰქონდეს.
 ,,ბოლო ხუთ დღეში ,,ზემო ლარსიდან’’ შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია’’-ვახტანგ გომელაური
15:46 / 27.09.2022
რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, "ზემო ლარსიდან" შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია.
 ,,დაკავების შემდეგ შევხვდი, სახეზე დაზიანებები ჰქონდა’’-ვახტანგ გომელაური ბანკზე თავდამსხმელზე
12:37 / 27.09.2022
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ქუთაისში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავების შემდეგ პირადად მოინახულა.
ამინდი
თბილისი 14 - 29 °C
img
ქუთაისი 16 - 28 °C
img
ბათუმი 19 - 24 °C
img
სოხუმი 17 - 25 °C
img
ფოთი 18 - 26 °C
img
თელავი 15 - 28 °C
img
მესტია 7 - 16 °C
img
ზუგდიდი 14 - 27 °C
img
ბორჯომი 10 - 23 °C
img