ქუთაისის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალში იმერეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა.

ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ივლისის თვეში განხორცილეებულ და მომდევნო თვეში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს. შეხვედრას 20-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. ყურადღება გამახვილდა არასამთავრობო სექტორის გააქტიურებაზე, რაც ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა სთავაზობს ორგანიზაციებს გაწევრიანდნენ პლატფორმაზე და თავინათი წვილი შეიტანონ პლატფორმის საქმიანობაში. მნიშვნელოვანია გააქტიურდეს არასამათვარობო სექტორი, განვახორციელოთ ერთობლივი აქტივობები, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმაშიც მითითებულია. აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმამ უკვე 2 შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან და 2 პარლამენტის თავმჯდომარესთან, ეს შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ვეძებთ შეხების წერტილებს, სადაც შეიძლება რეალიზებული იყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა,’’-ამბობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ქეთევან ცხაკაია.

,,ივლისის თვეში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურად ჩაერთო ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის საქმეში, რომელთანაც მოსახლეობამ აქცია გამართა და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზიანში დაადანაშაულა. კომპანიას საქმიანობის განხორციელების უფლება შეუჩერდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს იქ დასაქმებული 2 ადამიანის ინტერესებს, რადგან დაირღვა მათი შრომითი უფლებები,’’-ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე, ზაალ გორგიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედრები ყოველთვიურად იმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *