ქუთაისში ყოფილი ფსიქიატრიულის შენობა იწვის
ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილ ფსიქიატრულის შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს. გამომდინარე იქედან, რომ ბარათაშვილის ქუჩა მჭიდროდ დასახლებულია, იყო საფრთხე ხანძარი საცხოვრებელ სახლებზეც გავრცელებულიყო, თუმცა როგორც მეხანძრე-მაშველები ამბობენ, ეს საფრთხე აღარ არსებობს. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შენობა წლებია მიტოვებულია , მას ხშირად გაურკვეველი პირები სტუმრობდნენ და არსებობს ვარაუდი, რომ ხანძარი სწორედ მათი დაუდევრობის შედეგად გაჩნდა.

 


ცეცხლის ქრობის სამუშაოების დროს რამდენიმე სახანძროს წყალი გაუთავდა, რის გამოც სახანძრო-სამაშველო სამსახურის სხვა რაიონებიდან გამოძახება გახდა საჭირო.


alt

 



| Print |