გრიგოლ ნარსიას, სავარაუდოდ, ბრალს დღეს წაუყენებენ
საქართველოს ბანკზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

 დაკავებულის ადვოკატი ციცი ბაბუნაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიზანი მძევლად აყვანა არ ყოფილა, ის ფულის აღებას სალაროდან შეეცადა, მაგრამ სალაროში საკმარისი რაოდენობის თანხა არ აღმოჩნდა. ადვოკატის მტკიცებით, გრიგოლ ნარსია ამის შემდეგ უკან დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ უკვე პოლიცია იყო მისული და იძულებული გახდა მძევლები აეყვანა.


,,ამას ალბათ, კამერებიც დაადასტურებს. Ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არც ტეროტორია დაუნაღმავს, ასაფეთქებლები სათამაშო იყო. რაც შეეხება ხელყუმბარას, იმაზეც ამბობს, შესაძლოა, არ აფეთქდესო, სამხედრო სამსახურიდან წამოვიღე და წლების განმავლობაში სარდაფში იდოო. ბოლომდე თვითაც არ არის დარწმუნებული,’’-აცხადებს ციცი ბაბუნაშვილი.


მისი თქმით, დაკავებულს სახეზე ძლიერი დაზიანებები აღენიშნება, რაც დაკავების შემდეგ მიიღო.


,,პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევიაო. როცა დააკავეს ამის შემდეგ აქვს მიღებული დაზიანებები. სახე საშინელ მდგომარეობაში აქვს. როგორც ამბობს, ეს ნაბიჯი შვილის ჯანმრთელობის და მკურნალობისთვის არაკამარისი ბიუჯეტის გამო გადადგა. მის 14 წლის ქალიშვილს გულის მანკი აქვს, ყოველწლიურად რეაბილიტაციას გადის, რაც დიდი ხარჯებთანაა დაკავშირებული, 6 თვიდან მკურნალობს, ’’-აცხადებს ადვოკატი.


გრიგოლ ნარსია 20 სექტემბერს, საქართველოს ბანკის ქუთაისის ფილიალში შეიჭრა და 12 ადამიანი მძევლად აიყვანა. ის მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროსას ითხოვდა. პოლიციამ ის მომხდარიდან 9 საათის შემდეგ დააკავა, მძევლები კი გაათავისუფლა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ახალი სამსახური - ა(ა)იპ მუნიციპალური
ინსპექცია ჩამოყალიბდა, რომელიც ქალაქის მთელი ტერიტორიის მასშტაბით
ახდენს სწრაფ რეაგირებას სხვადასხვა ფაქტებსა და პროცესებზე.
16:29 / 30.09.2022

ქუთაისის მუნიციპალიტეტში ახალი სამსახური - ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექცია ჩამოყალიბდა, რომელიც ქალაქის მთელი ტერიტორიის მასშტაბით ახდენს სწრაფ რეაგირებას სხვადასხვა ფაქტებსა და პროცესებზე.

საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა
განცხადებების მიღება დასრულდა.
14:28 / 30.09.2022
საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება დასრულდა.
ქუთაისში, იმერეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
12:56 / 30.09.2022
ქუთაისში, იმერეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სოხუმის დაცემიდან 29 წლისთავზე ქუთაისში აფხაზეთის ომის მონაწილე
ქალებთან შეხვედრა გაიმართა.
20:07 / 27.09.2022
სოხუმის დაცემიდან 29 წლისთავზე ქუთაისში აფხაზეთის ომის მონაწილე ქალებთან შეხვედრა გაიმართა.
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა, რის
შედეგადაც ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი კლინიკაშია
გადაყვანილი.
15:08 / 23.09.2022
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი კლინიკაშია გადაყვანილი.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
რუსეთი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვას თვალს მიადევნებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია.

12:39 / 06.09.2022
ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინის მორიგ მუქარაში სახიფათოს ვერაფერს ხედავს
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვას თვალს მიადევნებს, სახიფათოს ვერაფერს ხედავს.
15:39 / 06.09.2022
წერეთლის უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით 13 სტუდენტი ჩაირიცხა
აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე წელს 1918 სტუდენტი ჩაირიცხა, აქედან 100%-იანი დაფინანსება 13-მა, 70%-იანი 39-მა, ხოლო 50%-იანი გრანტი 122-მა სტუდენტმა მოიპოვა.
17:26 / 05.09.2022
პოლიტიკის სიახლეები
ერთ კვირაში ევროკავშირის საზღვრები გადაკვეთა რუსეთის 66 000-მა მოქალაქემ
12:52 / 28.09.2022

რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ გაზრდილია ამ ქვეყნის მოქალაქეების მიერ ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთის მაჩვენებელი.

 ,,ნაციონალური მოძრაობის'' ინიციატივით, საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს ,,საოკუპაციო შენატანის" გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროთ
11:47 / 28.09.2022
,,ნაციონალური მოძრაობა" გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომ საქართველოში შემოსვლისას თითოეულ რუსეთის მოქალაქეს "საოკუპაციო შენატანის" გადახდის ვალდებულება ჰქონდეს.
 ,,ბოლო ხუთ დღეში ,,ზემო ლარსიდან’’ შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია’’-ვახტანგ გომელაური
15:46 / 27.09.2022
რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, "ზემო ლარსიდან" შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია.
 ,,დაკავების შემდეგ შევხვდი, სახეზე დაზიანებები ჰქონდა’’-ვახტანგ გომელაური ბანკზე თავდამსხმელზე
12:37 / 27.09.2022
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ქუთაისში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავების შემდეგ პირადად მოინახულა.
ამინდი
თბილისი 14 - 29 °C
img
ქუთაისი 16 - 28 °C
img
ბათუმი 19 - 24 °C
img
სოხუმი 17 - 25 °C
img
ფოთი 18 - 26 °C
img
თელავი 15 - 28 °C
img
მესტია 7 - 16 °C
img
ზუგდიდი 14 - 27 °C
img
ბორჯომი 10 - 23 °C
img