გრიგოლ ნარსიას, სავარაუდოდ, ბრალს დღეს წაუყენებენ
საქართველოს ბანკზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

 დაკავებულის ადვოკატი ციცი ბაბუნაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიზანი მძევლად აყვანა არ ყოფილა, ის ფულის აღებას სალაროდან შეეცადა, მაგრამ სალაროში საკმარისი რაოდენობის თანხა არ აღმოჩნდა. ადვოკატის მტკიცებით, გრიგოლ ნარსია ამის შემდეგ უკან დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ უკვე პოლიცია იყო მისული და იძულებული გახდა მძევლები აეყვანა.


,,ამას ალბათ, კამერებიც დაადასტურებს. Ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არც ტეროტორია დაუნაღმავს, ასაფეთქებლები სათამაშო იყო. რაც შეეხება ხელყუმბარას, იმაზეც ამბობს, შესაძლოა, არ აფეთქდესო, სამხედრო სამსახურიდან წამოვიღე და წლების განმავლობაში სარდაფში იდოო. ბოლომდე თვითაც არ არის დარწმუნებული,’’-აცხადებს ციცი ბაბუნაშვილი.


მისი თქმით, დაკავებულს სახეზე ძლიერი დაზიანებები აღენიშნება, რაც დაკავების შემდეგ მიიღო.


,,პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევიაო. როცა დააკავეს ამის შემდეგ აქვს მიღებული დაზიანებები. სახე საშინელ მდგომარეობაში აქვს. როგორც ამბობს, ეს ნაბიჯი შვილის ჯანმრთელობის და მკურნალობისთვის არაკამარისი ბიუჯეტის გამო გადადგა. მის 14 წლის ქალიშვილს გულის მანკი აქვს, ყოველწლიურად რეაბილიტაციას გადის, რაც დიდი ხარჯებთანაა დაკავშირებული, 6 თვიდან მკურნალობს, ’’-აცხადებს ადვოკატი.


გრიგოლ ნარსია 20 სექტემბერს, საქართველოს ბანკის ქუთაისის ფილიალში შეიჭრა და 12 ადამიანი მძევლად აიყვანა. ის მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროსას ითხოვდა. პოლიციამ ის მომხდარიდან 9 საათის შემდეგ დააკავა, მძევლები კი გაათავისუფლა.

| Print |