ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ძლიერი წვიმის შედეგად სავაჭრო ობიექტები და საავტომობილო გზა დაიტბორა.

ქუჩაზე 5 თვის განმავლობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა, მაგრამ ღვარსადენის და საღვარის პრობლემა დღემდე მოუგვარებელია, რის გამოც ღვარსადენმა წყლის ნაკადი ვერ გაატარა და ქუჩა დაიტბორა.

,,მაღაზიაში წყალი წელამდე იდგა, 10 ადამიანი ვწმენდდით. Პროდუქცია დაგვიზიანდა, ბევრი გადავყარეთ, დიდი ზარალი ვნახეთ. 5 თვე ქუჩა გადათხრილი იყო და რა ეტყობა გაკეთებულის? ადრე ასე არ ვიტბორებოდით. ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს,’’-ამბობს ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის მეპატრონე.

,,დილით მოვედით და ფიზიკურად შეუძლებელი იყო მაღაზიის გახსნა, რადგან ბოქლომის ზევიდან იდგა წყალი. Რამდენიმე ადამიანი ვცდილობდით ტერიტორია წყლისგან გაგვეწმინდა, მაგრამ წყალი მაღაზიაში მაინც შემოვიდა და საკმაოდ ფინანსური ზარალი ვნახეთ,’’-ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელი, თამუნა ლომთაძე.

Შპს ,,დაგში’’, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებდა, აცხადებენ, რომ ოპერის თეატრის მხრიდან ფალიაშვილის ქუჩაზე ახალი ქსელი უნდა დაერთდეს, რის შედეგადაც ღვარსადენი წყლის დიდ ნაკადს გაატარებს და პრობლემაც მოიხსნება. კომპანიაში ამბობენ, რომ პრობლემა ერთ კვირაში გადაიჭრება და დასრულებული პროექტი ქუთაისის მერიას ჩაბარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *