,,ანტიკორუფციული მოძრაობა” ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ქუთაისის მერის და 190-ზე მეტი თანამშრომლის ხელფასები გაორმაგდა, მაშინ როცა ,,ქართული ოცნება” მათი ხელფასების მხოლოდ 10%-იან ზრდაზე საუბრობდა.

გარდა ამისა, გასულ წელს პრემია-დანამათის სახით გაცემულია 331 ათასი, ხოლო ჯილდოს სახით – 432 ათასი ლარი.

,,მერის ხელფასი 2750 ლარს შეადგენდა და ახლა 5000-ს შეადგენს. გასულ წელს ეკონომიკური სამსახურის უფროსის ხელფასი 1450 ლარი იყო, ახლა 2860 ლარია, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ხელფასი 1750 ლარი იყო და ახლა 2860 ლარს შეადგენს. ჯამში, 190-ზე მეტი თანამშრომლის ხელფასია გაორმაგებული. გაცემულია პრემია-დანამატები და ჯილდოები. ამავე დროს, გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯები, შექმნეს ახალი სამსახური -მერიის ინსპექტირების სამსახური. გარდა ამისა, საჯარო მოხელეების გადამზადებაზე იხარჯება თანხები,”-ამბობს ანტიკორუფციული მოძრაობის დამფუძნებელი ბაქარ ახობაძე.

მისი თქმით, მაშინ როცა ქალაქში უამრავი პრობლემაა, გაუმართავი ინფრასტრუქტურის და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო ქუჩები იტბორება, მერი მხოლოდ ხელფასების და ბიუროკრატიული ხარჯების გმზრდით არის დაკავებული, რაც, მისი თქმით, ქალაქის მცხოვრებლების ინტერესს აზიანებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *